ჯინსი

ჯინსის პირველი სამოსი ლევი სტრაუსმა შექმნა 1873 წელს. თავიდან ამ სახის სამოსს მხოლოდ მუშები იყენებდნენ, დღეს კი ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვის გარდერობშიც რამდენიმე ჯინსი არ მოიპოვება. მიუხედავად ამისა, ყველამ როდი იცის ჯინსების სწორად შერჩევა, მით უმეტეს დღევანდელ მრავალფეროვან მოდელებსა და ფერებს შორის.

სწორად შერჩეული ჯინსი კრგად უნდაიჯდესთეძოებზე და ასევე კარგად უნდა დაეშვას ფეხსაცმელზე. გაითვალისწინეთ, რომ მჭიდრო ჯინსები კარგად აჩენს ფიგურის დადებითსა თუ ნაკლოვანებებს, ამიტომ მათი ტარება არ არის სასურველი სავსე გოგონებისთვის. ასეთი ჯინსი მოუხდებათ ისეთ გოგონებს, რომლებსაც დახვეწილი ფიგურა აქვთ და უნდათ, ვიზუალურად მაღალი გამოჩნდნენ. მჭიდრო მოდელების ტარება საშუალოზე მაღალი გოგონებისთვის არ არის რეკომენდებული. პირდაპირი ფართო ჯინსები კი ამძიმებს სილუეტს და თუ მაღალი არ ხართ, უკეთესია მოერიდოთ მათ ტარებას.

თითქმის ყველას უხდება კლასიკური, პირდაპირი ჯინსები. ასეთი ჯინსი საკმაოდ მჭიდროდ უნდა იყოს თეძოებზე, რათა შემდეგ სწორად დაეშვას, მაგრამ არ უნდა იყოს ძალიან მოჭერილი. მნიშვნელოვანია ჯინსის დაბოლოებაც, ტერფთან შარვალი ერთგვარად უნდა ტყდებოდეს, რაც ჯინსის სწორი ზომის დამადასტურებელია. თუ `გადატეხვაარ არის, ეს ნიშნავს, რომ ჯინსი ზედმეტად მოკლეა. გახსოვდეთ, რომ როგორიც არ უნდა იყოს ჯინსის მოდელი, იგი ფიგურას იდეალურად უნდა ეკვროდეს. თეძოების ზონა არ უნდა იყოს ზედმეტად გაწელილი, წინააღმდეგ შემთხვევაში სამოსს სახე დაეკარგება.

რაც შეეხება ჯინსის ფერს, უკეთესია ნათელი ფერების ნაცვლად ლურჯის სხვადასხვა ტონალობას ან შავს მივანიჭოთ უპირატესობა. თეთრი ფერის ჯინსების ტარება მისაღებია ზაფხულში.

მიჩნეულია, რომ ჯინსი ექვსი თვის განმავლობაში ერთხელ უნდა გაირეცხოს, რაც არასწორია. სასურველია ჯინსის სამოსი ორ თვეში ერთხელ გაირეცხოს და არა უფრო ხშირად. ყოველ კვირაში თუ გარეცხავთ, ჯინსი მხოლოდ ნახევარ წელსიცოცხლებს”. ასევე, არ ღირს ჯინსი დაკეცოთ და უჯრაში შეინახოთ, უკეთესია კარადაში დაკიდოთ.

აქ ჩამოთვლილი რჩევების მიუხედავად შეგიძლიათ შეიძინოთ სრულიად განსხვავებული მოდელები. ეს ხომ ჯინსია, შეიძლება ითქვას, თავისუფლების სიმბოლო. გაქვთ უფლება, დაარღვიოთ ჩარჩოები და უპირატესობა მიანიჭოთ იმ მოდელს, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელი და მისაღებია.

0 коммент.:

Отправить комментарий