დავიწყოთტანით – თქვენიფერისდასაბრუნებლად, ანარასასურველირუჯისეფექტისშესასუსტებლად, უპირველესყოვლისაუნდაეცადოთჩამოიშოროთიგისხეულიდან, ამისთვისკისაუკეთესოსაშუალებაატანისსკრაბი, ფეხებისგაპარსვადააბაზანაშიჩაწოლა. პროცედურაძილისწინუნდაჩაიტაროთ, რათაკანსსაშუალებამიეცესდამშვიდდესდადილითუკვესასურველიშედეგიგქონდეთსახეზე. თუ ხელოვნურ რუჯს, ნარინჯისფერი ფერი დაჰკრავს, მაკიაჟის მოსაშორებელი ლოსიონით დასველებული ბამბით გაიწმინდეთ ყელი და სახე. ინტერნეტ წყაროების თქმით ასევე ეფექტურია, დატენიანებულ სახეზე წასმული ე.წ. საჭმლის სოდა. რომელსაც ფრთხილი მოძრაობებით წაისვამთ სახეზე და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანთ.
დააკვირდით ხელისა და ფეხის გულებს, თუ ატყობთ, რომ ძალიან ბევრი საღებავი გაქვთ მათზე, ეს ვებ გვერდი გირჩევთ, რომ წყალბადის ზეჟანგით გაიწმინდოთ ისინი – უფრო სწორად კი 5–10 წუთი გაიჩეროთ კანზე. მაგრამ, მანამ სანამ წყალბადის ზეჟანგს წაისვამთ, იგი ხელის პატარა ნაწილზე მოსინჯეთ თუ ეს ადგილი გაწითლდა, მოგექავათ ან კანის გაღიზიანების სხვა სიმპტომი შეგენიშნათ, დაივიწყეთ ეს საშუალება. ზოგადად ეს სითხე მსუბუქად წვავს კანს, ამიტომაც ცოტა მეტი სიფრთხილე გმართებთ (პროცედურა რამდენიმე დღე გაიმეორეთ).
ფეხები, მკლავები და წელი – სხეულის ეს ნაწილებიც ფაქიზ მობყრობას მოითხოვს. სხეულის ამ ნაწილებზე საბავშვო ზეთი წაისვით და გაიჩერეთ 1–2 საათი, შემდეგ მიიღეთ აბაზანა, რომლის დროსაც ტანს რბილი ტილოთი (ნაზი მოძრაობებით) ჩამოირეცხავთ.
გაითვალისწინეთ, რომ აქ ჩამოთვლილი ყველა ხერხის მოსინჯვა არ ღირს, ანუ გამოიყენეთ
ნებისმიერი – წყალბადის ზეჟანგი, ან სოდა, მაგრამ არა ყველაფერი ერთად.
ამავე დროს ნუ დაგავიწყდებათ, რომ ‘ხელოვნური რუჯი’ მხოლოდ კანის ზედაპირზეა მოდებული და მისი ხშირი ჩამობანა, უფრო კი წყალში (აუზი, აბაზანა) გაჩერება, თითქმის ისევე ეფექტური იქნება, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები.
აქვე შემოგთავაზებთ ერთ ვიდეო ტუტორალს, სადაც ერთ–ერთი ვიდეო ბლოგის ავტორი და ძალიან კარგი ვიზაჟისტი მიშელ ფანი ბუნებრივი გარეგნობის ვიდეო გაკვეთილს ჩაგიტარებთ ;)
ვალენტინობა მხოლოდ შეყვარებულების დღე როდია, ეს დღე ყვავილებისა და შოკოლადების გამყიდველთა დღესასწაულიცაა... დღე, როცა ირგვლივ ყველა ხელჩაკიდებული და გაბადრული დადის, მაგრამ რა უნდა ქნა, როცა 14 თებერვალს შენ "მარტოხელას" სტატუსი გაქვს და “შოკოლადებისა და ყვავილების ქაოსში” ჩართვის არანაირი სურვილი არ გაგაჩნია? 1. დააიგნორე სასიყვარულო აურზაური _ გაატარე ეს დღე "მარტოხელა" მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, თანამშრომლებთან და ზოგადად იმ ხალხთან ერთად, ვინც შენთვის ძვირფასია… _ ადამიანებთან, რომლებთან ყოფნა გსიამოვნებს და გიხარია. ეს დღე არავის დაუკანონებია მხოლოდ შეყვარებულებისთვის, ამიტომაც შეგიძლია დღეს აღნიშნო ნებისმიერი შენთვის სასურველი დღესასწაული _ მეგობრობის დღე, შენი დაბადებიდან 265-ე თვე, შემწვარი კარტოფილის დღესასწაული და ა.შ. 2. დღევანდელი დღე შეგიძლია მთლიანად საკუთარ თავს მიუძღვნა _ ჩამოწერე იმ საქმიანობათა სია, რომლის კეთებაც გულს უხარია და დილიდანვე შეუდექი შენთვის სასარგებლო და სასიამოვნო საქმის კეთებას, მაგალითად მოიწყვე “საშინაო კინოჩვენება”, დახატე რამე, უსმინე საყვარელ მუსიკას, იცეკვე, იმღერე, წაიკითხე წიგნები, ჟურნალები და სხვა. ნუ დაწვრილმანდები, გაანებივრე საკუთარი თავი ისეთი სასიამოვნო პროცედურებით, როგორიცაა მასაჟი, სპა თერაპია და ა.შ. 3. გამოუტყდი საკუთარ თავს სიყვარულში _ თუკი დღეს არავისზე აპირებ შოკოლადის ჩუქებას და არც არავისგან ელოდები ჰოლანდიურ ვარდებს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი თავი უსაჩუქროდ უნდა დატოვო! შეიძინე ყველაზე გემრიელი სასუსნავი, საყვარელი სუნამო, პარფიუმერია ან რომელიმე ძვირფასი აქსესუარი, მოკლედ, ყველაფერი, რაც კი შენს თვალსა და გულს გაუხარდება! თქვენს დღეს გილოცავთ მეგობრებო და წარმატებულ კვირას გისურვებთ!