
ეს ნამდვილად არ ყოფილა ერთი ნახვით სიყვარული... ერთმანეთი ინტერნეტის საშუალებით გაიცნეს, დაახლოვდნენ, უფრო მეტი გაიგეს ერთმანეთის შესახებ, დამეგობრდნენ და იმდენად მიეჩვივნენ ერთმანეთს, ვერც კი მიხვდნენ, როგორ გადაიზარდა მათი მეგობრობა სიყვარულში.ერთხელ ბაჩო მეგობრებთან ერთად ქეიფობდა, უკვე შუაღამეს გადაცდა და მარიკას დაბადების დღე თენდებოდა... გადაწყვიტა, მომღერლებთან ერთად წასულიყო და მარიკას აივანთან ემღერა, მაგრამ გეგმამ არ გაამართლა, მარიკას ეძინა და აივანზე არ გასულა... საბოლოოდ, ბაჩომ დაურეკა და უთხრა, რომ მომღერლებთან ერთად იყო მისული… ურთიერთობიდან წელიწადნახევრის შემდეგ გადაწყვიტეს ოჯახის შექმნა. გაიპარნენ, თუმცა ყველამ იცოდა ამის შესახებ...