შლიაპის დამზადება

შლიაპა ყოველთვის მოდური და აქტუალურია. იგი წელს აქტუალობას ცხელი ზაფხულის შემდეგაც არ დაკარგავს, რადგან განსაკუთრებით ცხელ შემოდგომას გვპირდებიან. მართალია, ბაზრობებსა და მაღაზიებში სხვადასხვა ფორმისა და ფერის შლაპები იყიდება, თუმცა მათი დამზადება სახლის პირობებშიც შესაძლებელია. იყიდეთ ბაზრობაზე სასურველი ფერის უბრალო პანამა, რომელიც 2-3 ლარი ღირს.დასაწყისისთვის, ოდნავ აკეცეთ მისი ერთი მხარე.მეორე ნაბიჯია აკეცილი ნაწილის დეკორატიული ყვავილით დამაგრება.ასეთ შლაპას ყველაზე მეტად მოუხდება თექისგან დამზადებული ყვავილი, რომლის შეძენა ქსოვილების მაღაზიაში შეგიძლიათ. თუ აქ ვერ იპოვეთ, სამკაულების ან თმის სამაგრების მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ თმის...

სახელობითი ჩარჩოები

ყველა დედა ბავშვის ფოტოებს ელექტრონული სახით კომპიუტერში ან დისკებზე, ან სპეციალურ ალბომებში ინახავს. იმისთვის, რომ გაიხსენოთ როგორი იყო თქვენი შვილი რამდენიმე თვის წინ, გჭირდებათ კომპიუტერი, DVD ან ფოტოალბომების გადაქექვა. ამის გაკეთება აღარ დაგჭირდებათ, თუკი ოთახის კედლებს გააფორმებთ ბავშვის ფოტოებით, რომლებიც მოთავსებული იქნება სახელობით ჩარჩოებში. მათი დამზადება ძალიან მარტივია, დაგჭირდებათ ფოტოს უბრალო სწორკუთხოვანი ჩარჩო, მუყაო, ქაღალდის წებო ან ე.წ. “სკოჩი” და ბავშვის ფოტოები. ჩარჩოს ზომის მუყაოზე დააწერეთ ბავშვის სახელი ან ინიციალები და გამოჭერით. თუ ხელით ვერ მოახერხებთ დაწერას, შაბლონი კომპიუტერის საშუალებით გაამზადეთ, ამის გაკეთებისთვის...

ორიგინალური ფოტოკუბიკი

ფოტოების კომპიუტერში ან ფოტოალბომებში შენახვა და დროდადრო მათი გადმოლაგება არც ისე მოსახერხებელი და სასურველია. არადა, ზოგჯერ ძალიან გვინდა საყვარელი ადამიანები ახლოს გვყავდეს, ფოტოთი მაინც. გთავაზობთ ფოტოებიანი კუბიკის დამზადების წესს, რომელსაც ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე გავეცანი. ამისათვის დაგჭირდებათ მუყაო, 6 ფოტო, მაკრატელი, სახაზავი და წებო. დასაწყისისთვის, დახატეთ კუბის ფორმა მოცემული ფოტოს მიხედვით. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი და სასურველი ზომა _ 5 ან 10 სანტიმეტრი ყველაზე მისაღები ზომაა.გამოჭერით მუყაო ნახაზის მიხედვით და ყველა გვერდზე მიაწებეთ სასურველი ფოტო. ყურადღებით იყავით, ფოტოს ზომა კუბის გვერდის ზომას ზუსტად უნდა ემთხვეოდეს....

”დაკონსერვებული” მოგონებები

ზაფხული უკვე მიილია და ხავერდოვანი სეზონით ვცდილობთ მის გახანგრძლივებას. შემდეგ კი დადგება ძალიან გრძელი და ცივი ზამთარი. ამ დროს თუ დრო და ფინანსური მდგომარეობა გვაძლევს საშუალებას, "თბილ ქვეყნებში" გამგზავრება საუკეთესო ვარიანტია. იმათ კი, ვისაც ამის საშუალება არ აქვთ, ერთ-ერთი საიტი ზაფხულის `დაკონსერვებას~ ურჩევს. დასასვენებლად გამგზავრებულებს, ალბათ ხშირად შეგიგროვებიათ ბევრი სამახსოვრო და ერთი შეხედვით, გამოუსადეგარი ნივთი. იქნება ეს სხვადასხვა ზომისა თუ ფორმის კენჭები, ნიჟარები, გირჩები, ყვავილები და სუვენირები, რომლებსაც გულმოდგინე ინახავთ. სწორედ მათი გამოყენებით საინტერესო და ორიგინალური ნივთების დამზადების ხერხებია საიტზე განთავსებული....

Pages 371234 »

 
TOP.GE