ტყავის გამოცნობისთვის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მეთოდს მიმართევენ _ მას ცეცხლზე გადაატარებენ. როგორც ცნობილია, ნამდვილი ტყავი არ იწვის. საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლის (ე.წ. “დომბიტა”) ერთ-ერთი ატელიეს თანამშრომლის _ ტარიელ ჩხიკვაიძის თქმით, ეს მეთოდი გამართლებულია: “არანამდვილ ტყავს მოეკიდება ცეცხლი, ნამდილი კი ნაკლებად წვადია. ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცეცხლის დიდხანს გაჩერების შემთხვევაში ნამდვილი ტყავიც კი იწვის”. გარდა ამისა, ტარიელ ჩხიკვაძის თქმით, ნამდვილი ტყავის შიდა და გარე მხარე ერთნაირია (შესაძლებელია შიდა მხარე ბეწვის მოცილების შედეგად ოდნავ განსხავებული იყოს). რაც შეეხება არანამდვილს, იგი გარე მხრიდან ტყავს ჰგავს, შიდა მხარეს კი გადაკრული აქვს ქსოვილი. ნამდვილი ტყავი მსუბუქი და ფაფუკია, არანამდვილი კი _ უფრო მძიმე და უხეში.
ნამდვილი ტყავი არ იწვის
04:21
khatia.Lifestyle
0 коммент.:
Отправить комментарий