წონაში დასაკლებად ან სასურველი ფორმის შესანარჩუნებლად არსებობს ასევე სხვა საშუალებებიც. გამაჯანსაღებელ კომპლექს “მარინას” ფიტნესკლუბის ტრენერი, მარინა მხატვარი გვირჩევს: “სასურველი წონის შენარჩუნებისთვის აუცილებელია სწორი კვება. რაციონში უნდა შეზღუდოთ პური და ტკბილეული, უნდა მიირთვათ ბევრი ხილი, ბოსტნეული და ახალდაწურული ნატურალური წვენები, დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ ორი-სამი ლიტრი სითხე, სასურველია უგაზო, მინერალური წყალი”.
კვების რეჟიმის გარდა მნიშვნელოვანია ფიზიკური ვარჯიშებიც. მარინა მხატვარი გირჩევთ, დღის განმავლობაში მინიმუმ სამი კილომეტრის გავლას. ამას ადვილად მოახერხებთ, თუ სამსახურში, სასწავლებელში და ა.შ. ფეხით წახვალთ და სახლში დაბრუნებისასაც გაისეირნებთ.
რაც შეეხება დღესდღეობით ყველაზე აქტუალურ პრობლემას _ ცხიმს წელის გარშემო, მისი მოცილების საუკეთესო გზა მუცლის პრესებია. დაწექით ზურგზე და ფეხები მოხარეთ, ხელები კი თავს უკან შემოიდეთ, ისე რომ იდაყვები განზე გაწეული იყოს. სხეულის ზედა ნაწილით ნელ-ნელა წამოიწიეთ და შემდეგ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. პრესების გაკეთებისას ნუ წამოწვებით. ვარჯიში გაიმეორეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც შეძლებთ, პრესების რაოდენობა ყოველდღიურად გაზარდეთ.
0 коммент.:
Отправить комментарий