ბილების მდგომარეობა, მათი სიჯანსაღე, დიდად განსაზღვრავს ადამიანის მომხიბვლელობასა და იმიჯს. დამტკიცებულია, რომ კბილებზე დროული ზრუნვითა და კარგი მოვლით შესაძლებელია კარიესის თავიდან აცილება.
როგორც სტომატოლოგიური კლინიკა _ “ნია-დენტის” სტომატოლოგი, თათია ანდღულაძე ამბობს, კბილებს ყველაზე მეტად ჰიგიენის დარღვევა აზიანებს. კბილები უნდა გავიწმინდოთ დილით და საღამოს, ჭამის შემდეგ. სასურველია, დილით მათეთრებელი პასტა გამოვიყენოთ, საღამოს კი სამკურნალო _ “არ არის საჭირო კბილების გაწმენდა ყოველი ჭამის შემდეგ, შეგიძლიათ საღეჭი რეზინი დაღეჭოთ. კბილების გაწმენდა არის უპირველესად ჰიგიენა და შემდეგ პირის ღრუს დაცვა მიკრობებისა და დაავადებებისგან”.
კბილებს მნიშვნელოვნად აზიანებს არასწორი კვების რეჟიმიც. სტომატოლოგი გირჩევთ, რომ ტკბილეული სასურველია დღის განმავლობაში მიიღოთ დესერტის სახით, დღის რაციონი მხოლოდ ტკბილეულისგან არ უნდა შედგებოდეს.
იმ შემთხვევაში, თუ ტკბილი ან მჟავე კერძის დაღეჭვისას ტკივილს იგრძნობთ, დროულად უნდა მიმართოთ სტომატოლოგს, რადგან ეს კარიესის საწყის სტადიაზე მიუთითებს. გარდა ამისა არსებობს პირის ღრუს დაავადებები, რომლებსაც არ ახასიათებს ტკივილი, ამიტომ აუცილებელია წელიწადში ორჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი კონსულტაციისთვის.
ყველას სურს თეთრი და ქათქათა კბილები ჰქონდეს. არსებობს გათეთრების ქიმიური და მექანიკური გზები. ქიმიური გათეთრებით კბილს შეგიძლიათ შეუცვალოთ ბუნებრივი ფერი, ხოლო მექანიკური ითვალისწინებს კბილის გაწმენდას ნადებისა და ქვებისაგან. მექანიკური გათეთრების ღირებულება საშუალოდ 30-დან 100 ლარამდეა, კბილზე ნადებისა და ქვების რაოდენობის მიხედვით. ქიმიური გათეთრებისას კი _ ერთი კბილის ღირებულება 15 ლარია. კბილების გათეთრება შესაძლებელია მხოლოდ სტომატოლოგიურ კლინიკებში.
0 коммент.:
Отправить комментарий