ამ ნივთთან ყოველ დღე ვიზიტის გარეშე საეჭვოა, ვინმე გამოდიოდეს სახლიდან. გირჩევთ, როგორ უნდა მოუაროთ ამ ნივთს და როგორ უნდა მოიქცეთ მის წინ.
ხშირად, სარკეს განათებასთან ახლოს კიდებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ რაც უფრო განათებულია სარკე, მით უკეთესად ჩანს გამოსახულება. სინამდვილეში კი პირიქით უნდა მოვიქცეთ _ კარგად განათებული უნდა იყოს არა სარკე, არამედ გამოსახულების საგანი. სარკე ისეთ ადგილას უნდა დაკიდოთ, რომ სინათლე ადამიანს თანაბრად ეცემოდეს. სასურველია არ მოვათავსოთ იგი ისეთ ადგილას, სადაც მზის სხივები პირდაპირი ეცემა, რადგან მზის სხივები და მაღალი ტემპერატურა აზიანებს მას.
სარკე უნდა გაწმინდოთ სპირტიანი ან ოდეკოლონიანი ბამბით, კუთხეები კი _ ასანთის ღერზე დახვეული ბამბით. ბოლოს კარგად უნდა გაამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით.
მეტისმეტად დაბინძურებული სარკის გაწმენდა რეკომენდებულია შემდეგი ხსნარით: ერთ ჭიქა წყალში გაურიეთ ერთი სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი და ცარცი. მიღებულ ხსნარში დასველებული რბილი ტილოთი გაწმენდის შემდეგ სარკე ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალეთ.
ხშირად სარკეზე პატარა, მუქი ფერის ლაქები ჩნდება, რომლებსაც, როგორც წესი, ბუზები ტოვებენ. მათ გასაქრობად სარკეს წაუსვით შუაზე გაჭრილი ხახვი, რის შემდეგ სასურველია სარკე გაამშრალოთ ისეთი ქსოვილის ტილოთი, რომელიც მინაზე ბუსუსებს არ დატოვებს. ხახვით გაწმენდილ სარკეს ბუზები აღარ მიეკარებიან.
რაც შეეხება სააბაზანოში სარკის დაორთქვლას, მისი მოგვარება ერთი ჩაის კოვზი ჟელატინისა და 50 მილიგრამი წყლის ნაზავით შეიძლება. ამ ნაზავით გაწმენდის შემდეგ სარკე არ დაიორთქლება _ ირწმუნება ერთ-ერთი ინტერნეტსაიტი.
ხშირად სარკე ადგილ-ადგილ ზიანდება, ამ დეფექტის გამოსწორებაც შესაძლებელია _ დაზიანებულ ადგილებზე სარკის უკანა მხრიდან ფოლგა მიამაგრეთ. მართალია, გამოსახულება არ გაუმჯობესდება, მაგრამ სარკე სასიამოვნო სანახავი იქნება.
და ბოლოს, იმისთვის, რომ სარკეს სასიამოვნო ბზინვარება შესძინოთ, სუფთა სარკე ჩაის ნაყენით გაწმინდეთ.
0 коммент.:
Отправить комментарий