მეჭეჭის წარმოქმნას ხშირად ბებიებისგან მოსმენილ მიზეზებს ვაბრალებთ. სინამდვილეში კი მათი წარმოქმნა მჭიდროდაა დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. როგორც საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრის დერმატოლოგმა, ნინო ბერიძემ გვთხრა: “ეს არის ვირუსული ეტიოლოგია. არსებობს სხვადასხვა სახის მეჭეჭი: მახვილწვეტიანი, ბრტყელი და ა.შ. მეჭეჭები გადამდებია, თუმცა არა შეხების დროს, არამედ საერთო პირსახოცის ან სხვა მსგავსი ნივთის გამოყენებისას”.
ამ არასასიამოვნო წანაზარდის მოცილება რამდენიმე ხერხითაა შესაძლებელი. დერმატოლოგის თქმით, ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი კრიოთერაპიაა, რაც გულისხმობს აზოტით მოწვას _ 180°ჩ-ზე. “თუ მკურნალობას ბოლომდე ჩავიტარებთ, შემდეგ არანაირი პრობლემები არ შეგვექმნება. მეჭეჭის მოწვის შემდეგ აუცილებელია ერთი კვირის განმავლობაში, დღეში ორჯერ, ბრილიანტის მწვანეს (ე.წ. “ზელიონკა”) წასმა” _ ამბობს ექიმი.
ხშირად მეჭეჭის გასაქრობად ხალხურ მედიცინას მიმართავენ. ამისათვის იყენებენ ხახვს, ნიშადურს ან იოდს. ნინო ბერიძე ამბობს, რომ “ეს მეთოდი არაეფექტურია და ზოგჯერ სახიფათოც. მაგალითად, იოდის გამოყენებით მეჭეჭების მოწვამ ქსოვილის დამწვრობა (ნეკროზი) შეიძლება გამოიწვიოს”.
საკმაოდ საშიშია მეჭეჭის დაზიანება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს დერმატიტი. შემდეგ კი სეფსისის განვითარებას შეუწყოს ხელი. მეჭეჭის დაზიანების ან გაღიზიანების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
მეჭეჭების მოსაცილებლად შეგიძლიათ მიმართოთ ტბელ აბუსერიძის ქ. #4-ში მდებარე სამედიცინო ცენტრს (რესპუბლიკური საავადმყოფოს გვერდით). აქ ერთი მეჭეჭის მოწვა 5 ლარი ღირს.
1 коммент.:
მეჭეჭის წამალი
ოჯახის წამალია შველის ერთი კვირის განმალობაში თუ მართლა გაქვთ ეს დაავადება.
50 ლარი
mob: 571504-504
Отправить комментарий