რა არის სიზმარი?

ალბათ ხშირად გაგღვიძებიათ ბედნიერს და შემდეგ გული დაგწყვეტიათ, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო. ან შეშფოთებული წამოვარდნილხართ საწოლიდან და მერე გაგხარებიათ, რომ ესეც სიზმარი იყო. ან იქნებ თქვენ სულაც ის ადამიანი ხართ, ვინც ამტკიცებეს, რომ სიზმრს ვერ ხედავს.
რა არის სიზმარი, როდის და რატომ ვხედავთ მას, შეიძლება თუ არა სიზმრების კონტროლი... ამ და სხვა კითხვებზე ფიზიოლოგი, თამარ ასანიძე გვპასუხობს:
"ძილის დროს აღინიშნება პასიური და აქტიური ფაზები. ძილის სტადიები შეიძლება დავყოთ ხუთ ფაზად. ადამიანი სიზმარს მხოლოდ მეხუთე ფაზაში ხედავს, ანუ რემძილსაც (თვალების სწრაფ მოძრაობა) უწოდებენ. ამ დროს ტვინი იმდენად აქტიურია, რომ შეიძლება ღვიძილსაც კი შევადაროთ. რემძილის დროს ხმაურზე შეიძლება არ გაგეღვიძოთ, მაგრამ თუ ვინმემ თქვენი სახელი ახსენა, გაგეღვიძებათ და მთელ სიზმარს დალაგებულად მოყვებით".
იმიაზე, თუ რა არის სიზმარი, კამათობდნენ ადრე და კამათობენ ახლა, თუმცა ზუსტი, პასუხი დღემდე არ არსებობს _ "ამბობენ, რომ სიზმარი ისაა, რაზეც გვიფიქრია. ხშირად ისეთი სიზმარიც გვესიზმრება, რაზეც საერთოდ არ გვიფიქრია და არც შეიძლება რომ მოხდეს. ჩვენს ორგანიზმს, გააჩნია ბიოლოგიური საათი, რომლის დახმარებით შეიძლება განისაზღვროს მოსალოდნელი ცვლილებები და ეს ცვლილებები შეიძლება ვნახოთ რემფაზაში სიზმრის სახით".
ხშირად, სიზმარი ბუნდოვნად ან საერთოდ არ გვახსოვს. ამაში ძილის ფაზებია "დამნაშავე". ძილის თითოეული ფაზა დღე-ღამეში რამდენჯერმე მეორდება, დაძინებიდან დაახლოებით 70-90 წუთში დგება პირველი რემფაზა, ანუ მეხუთე სტადია და შემდეგ ციკლი თავიდან მეორდება. სიზმარი გვამახსოვრდება და მის მოყოლას შევძლებთ მხოლოდ ბოლო რემფაზიდან, რის შემდეგაც გაგვეღვიძა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც თითქოს საერთოდ ვერ ხედავენ სიზმრებს, როგორც ფიზიოლოგი ამბობს, ისინი სიზმრებს ბოლო ფაზაში არ ხედავენ და ადრეული რემძილის დროს ნანახი სიზმრები არ ამახსოვრდებათ _ "მათ თუ გააღვიძებ ადრეული რემძილის შემდეგ, სიზმარს მთლიანად მოყვებიან".
რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას _ სიზმარი სულ რამდენიმე წამს გრძელდება და მხოლოდ ჩვენ გვგონია იგი ხანგრძლივი, ფიზიოლოგი არ ადასტურებს: "რემძილის ფაზა 20-25 წუთი გრძელდება და რამდენადაც ვიცი, ამ ფაზაში ვითარდება სიზმარი. იგი შეიძლება ფაზის განმავლობაშიც გაგრძელდეს. შესაძლებელია არსებობს ამასთან დაკავშირებული ახალი კვლევები და აღმოჩენებიც, რომლებიც მე ჯერ არ ვიცი".
ხშირად გვინდა, ესა თუ ის სიზმარი არ განმეორდეს ან პირიქით, მაგრამ დადასტურებულია, რომ სიზმრების კონტროლი და მით უმეტეს, შეკვეთა შეუძლებელია. ზოგჯერ გვესიზმრება ის, რაზეც მთელი დღეს ვფიქრობთ და ეს შეიძლება მივიჩნიოთ სიზმრის შეკვეთის მცდელობად. თუმცა, მთელი დღე რაღაც საკითხზე ფიქრი არ არის გარანტი, რომ სიზმარს აუცილებლად ნახავთ.
რამდენად შესაძლებელია სიზმრის დახმარებით მომავლის წინასწარმეტყველება? _ თამარ ასანიძე ამბობს, რომ ბიოლოგიური საათის დახმარებით შესაძლებელია მოსალოდნელი ცვლილებების განსაზღვრა. ჩავატარე გამოკითხვა ქუჩაში და ერთ-ერთ სოციალურ ქსელში კითხვით: `გჯერათ თუ არა სიზმრის?~ გამოვკითხე 100 ადამიანი. გამოკითხული ქალების ნახევარს სჯერა სიზმრების, ნახევარს _ არა. მამაკაცებიდან კი მხოლოდ 30%-ს სჯერა. ორივე სქესის წარმომადგენლებისგან მოვისმინე პასუხი: "მჯერა, მაგრამ რელიგია კრძალავს..."
ამ თემით თავის დროზე დაინტერესდა ზიგმუნდ ფროიდიც, რომელსაც მიაჩნდა, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი, ამიტომ სიზმრები საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებანი. კერძოდ, სიზმრებში ვლინდება ფსიქიკის ნევროზული დარღვევები, სიზმრის შინაარსი კი შეესაბამება ადამიანის გაუცნობიერებელ სურვილებს, მისწრაფებებს და მოტივებს. სიზმრის ახსნას კი ორმაგი მნიშვნელობა აქვს: საშუალება გვეძლევა გავიგოთ, რა კავშირშია სიზმარი პიროვნების სულიერ მდგომარეობასთან, მის ბიოლოგიურ ფუნქციებთან და მეორე _ შეგვიძლია გავარკვიოთ, აქვს თუ არა სიზმრის ყოველ ელემენტს თავისი "მნიშვნელობა".
სიზმარი არაერთი ადამიანის წარმატების საწინდარი გახდა, მაგალითად, აინშტაინს დღე-ღამეში 10 საათი ეძინა და ფარდობითობის თეორიის ზოგიერთი ასპექტი სწორედ ძილში აღმოაჩინა. ედგარ პო კი ლექსებს სიზმრებში ხედავდა; მოცარტი სიზმარში მოსმენილ მუსიკას ცხადში წერდა; ფედერიკო ფელინი კი ფილმების სიუჟეტს სიზმარში ქმნიდა.

"ვიცოდი, რომ სხვა არავინ შემიყვარდებოდა"

სამი წლის წინ, პირველ იანვარს, #1 სკოლის მე-10-კლასელები ახალი წლის აღსანიშნავად უნდა შეკრებილიყვნენ. ვახო ერთ-ერთი მათგანის ნათესავი იყო და გადაწყვიტა, გაჰყოლოდა ნათესავს. სწორედ ამ დღეს გაიცნეს ნინომ და ვახომ ერთმანეთი, სიმპათიები მაშინვე გაჩნდა...
რამდენიმე თვის შემდეგ ვახო ნინოს სიყვარულში გამოუტყდა, თუმცა უარი მიიღო... გადიოდა დრო, წყვილი ხანდახან ისევ ხვდებოდა ერთმანეთს. ერთხელაც ნინო მიხვდა, რომ უკვე უყვარდა ვახო...
მერე იყო შეყვარებულობის პერიოდი, პაემნები, სეირნობა ღამის ბათუმში, ვახო მუდმივად უმეორებდა, რომ ძალიან უყვარდა, ნინო ძალიან ბედნიერი იყო _ "ვისაც გამოუცდია ეს გრძნობა, იცის, რას ნიშნავს საყვარელი ადამიანისგან ეს სიტყვები".
ნინო მაგიდის ჩოგბურთზე დადიოდა, ვახო არც ერთ შეჯიბრს არ ტოვებდა და საყვარელ ადამიანს მხარში ედგა... "ძალიან მამხნევებდა მისი დარბაზში ყოფნა..."
შეუღლებაზე ხშირად არა, მაგრამ მაინც ლაპარაკობდნენ _ "ვიცოდი, რომ სხვა არავინ შემიყვარდებოდა და ჩემი მეუღლე აუცილებლად ვახო გახდებოდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, ასე უცებ თუ გადავწყვეტდით ოჯახის შექმნას."
ერთ დღეს იკამათეს და ვახომ მის მეგობარს დაურეკა, რომელმაც წყვილი მასთან სახლში წაიყვანა, გზაშივე შერიგდნენ და იქვე გადაწყვიტეს, რომ გაპარულიყვნენ. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან ორივეს მშობლებმა იცოდნენ მათი ურთიერთობის შესახებ და არც არავინ ყოფილა წინააღმდეგი.
ქორწილი მალევე გაიმართა. წყვილს დარბაზში სამი პატარა გოგონა შეუძღვა, რომლებსაც ერთნაირი, ვარდისფერი და ძალიან ლამაზი კაბები ეცვათ. ისინი ვახოს და ნინოს ვარდის ფურცლებს უყრიდნენ, ნინო კი ამ დროს სტუმრებისკენ კანფეტებს ისროდა.
მოწვეული ჰყავდათ ცოცხალი ბენდი და ქორწილი გემოვნებიანი მუსიკით გააფორმეს. ამაზე ვახოს და ნინოს მამებმა იზრუნეს, რადგან, როგორც ნინო ამბობს, არც ერთს არ მოსწონს პოპულარული უხარისხო მელოდიები. იყო ფეიერვერკიც და ფერადი ბუშტებიც... "როდესაც მე და ვახომ პირველი ცეკვა ვიცეკვეთ, ტანში ჟრუანტელი მივლიდა... მელოდიაც ძალიან ლამაზი იყო, ვახომ შეარჩია სპეციალურად."
საქორწინო ჩაცმულობაზე თავად იზრუნეს, ნინოს თეთრი, აჟურული კაბა ეცვა დეკოლტეთი, ვარცხნილობაც თავისი გემოვნებით შეარჩია და თმაში თეთრი, ცოცხალი ყვავილი გაიკეთა. ვახოს კი შავი შარვალ-კოსტიუმი ეცვა. წყვილისთვის "გუდვილში" სპეციალურად დაამაზადეს საქორწილო ტორტი, რომელიც ძალიან ლამაზი და გემრიელი გამოვიდა.
ნინომ თეთრი ვარდებისგან გაკეთებული თაიგულიც ისროლა, ოღონდ წესების ზუსტი დაცვით _ მხოლოდ გასათხოვი გოგონები ელოდებოდნენ თაიგულს. საბოლოოდ ის ნინოს მეჯვარემ დაიჭირა, თუმცა, ჯერჯერობით ცრურწმენა წრურწმენადვე რჩება...
ქორწილის ბოლოს კი, როცა უკვე დაღამდა, ვახომ თავისი საყვარელი მელოდიების დისკი ჩართო _ "ვახოს ძალიან უყვარს კლუბური მუსიკა, დარბაზში იყო განათება და ყველა ცეკვავდა."
საბოლოოდ, ყველაფერმა ლამაზად ჩაიარა, "არ ყოფილა განსაკუთრებული შეჯიბრებები და კურიოზები, არც არავინ დამთვრალა წაქცევამდე და, უბრალოდ, ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო..."

გარდა შეუღლებისა, ვახოს და ნინოს წელს კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი ჰქონდათ, ორივე სტუდენტი გახდა. ოღონდ ნინომ თბილისში ჩააბარა, ვახომ _ ბათუმში. სწორედ ამიტომ თაფლობის თვე არ ჰქონიათ. ისინი შეძლებისდაგვარად ხშირად ნახულობენ ერთმანეთს, ხან ნინო ჩამოდის ბათუმში და ხან ვახო ჩადის თბილისში. ნინო ბათუმში გადმოსვლას გეგმავს. "ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან არაჩვეულებრივი და რაც მთავარია, ჩემთვის საყვარელი ადამიანი მყავს გვერდით", _ ამბობს ნინო.

ნინო ჩიჯავაძე და ვახო კობიძე

სტილი და შეცდომები

არ არსებობს ერთი კონკრეტული გარეგნობა, სტილი თუ მოდა, რომელსაც ყველა საკუთარ თავზე მოირგებს. სილამაზე ისეთივე უნიკალური, მრავალფეროვანი და ინდივიდუალურია, როგორც ქალები მსოფლიოში. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, შეძლოთ სწორი არჩევანის გაკეთება, რათა საკუთარი სტილი შექმნათ.
ამისათვის უნდა იცოდეთ რამდენიმე მთავარი წესი. პირველი და მთავარი არის ის, რომ თავს კომფორტულად გრძნობდეთ შერჩეულ სტილში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალობა. არ უნდა მიყვეთ სტერეოტიპებს და არ ეცადოთ, გახდეთ ისეთი, როგორიც უნდა სხვას, არამედ უნდა იყოთ ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ. წარმოიდგინეთ იდეალური საკუთარი თავი, როგორიც გინდათ რომ იყოთ... და შექმენით... თუ თქვენ ატარებთ ჯინსის შარვალს და თმას მოკლედ იკრეჭთ, როგორც თქვენი მეგობრები, ამ დროს კი საკუთარი თავი შანელის სტილის კოსტიუმში და გრძელი თმებით წარმოგიდგენიათ, ე.ი. ესაა თქვენი სტილი და არა ის, რომელსაც თქვენი მეგობრები მისდევენ.
სტილის შერჩევისას მნიშვნელოვანია ფერების შერჩევაც. შესაძლოა, თქვენ შავგრემანი ხართ ცისფერი თვალებით და ცისფერი სამოსი ჯადოსნურ სილამაზეს განიჭებთ. იქნებ შავგრემანი ხართ და წითელი ფერი გიხდებათ, ან ქერა ხართ ვერცხლისფერში და ა.შ. ყოველთვის გამოინახება ფერები, რომლებიც თქვენს სილამაზეს გამოაჩენს ან პირიქით, დაჩრდილავს. თუ თქვენს მეგობარს ყვითელი ფერი უხდება, ეს არ არის გარანტი, რომ თქვენც მოგიხდებათ. ეძიეთ თქვენი ფერები.
ასევე, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ სტილი შედგება არამარტო სამოსისგან და მაკიაჟისგან, არამედ აქსესუარებისგან, სამკაულებისგან და ა.შ. შეიტანეთ თქვენს სტილში სუნამო, კარგი ფეხსაცმელი, ვარცხნილობები და აუცილებლად იმუშავეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და ფიგურაზე. თუ ოცნებობთ ატაროთ ღია ფერის ჯინსები, მაგრამ თეძოებზე მჭიდროდ გაქვთ, ივარჯიშეთ და სპორტი თქვენი ცხოვრების სტილად აქციეთ.
ხშირად, სტილის შერჩევაში თუ უკვე შერჩეულ საკუთარ სტილში შეცდომები მოგვდის, რომლებსაც თავი უნდა ავარიდოთ. არასოდეს უნდა მივენდოთ მთლიანად მოდურ ჟურნალებსა თუ გადაცემებს. ხშირად ჟურნალებში ნანახ სამოსში ვხარჯავთ ფულს და შედეგად კი ეს სამოსი უსარგებლოა.
შემდეგი შეცდომა, რომელსაც ხშირად ვუშვებთ, არასწორი ზომის სამოსის შეძენაა იმ მიზნით, რომ რამდენიმე კილოგრამს დავიკლებთ და გამოგვადგება.
არანაკლებ შეცდომას ვუშვებთ მრავალფეროვანი სამოსის შეძენითაც. სრულიად გამოუსადეგარია ერთი შეხედვით ბევრი ლამაზი ნივთი, რომლებიც უბრალოდ კარადას ავსებენ. თქვენ გაქვთ უამრავი სამოსი, მაგრამ ჩასაცმელი _ არა. იყიდეთ ის სამოსი, რომელსაც ჩაიცვამთ. თუმცა, რომელიმე სტილის ამოჩემებაც არ ვარგა, რაც ძირითადად კლასიკური სტილის შერჩევისას მოგვდის, რადგან ეს სტილი თითქმის ყველა შემთხვევისთვის გამოსადეგია.
განუმეორებლად რომ გამოიყურებოდეთ, შეარჩიეთ სტილი სწორად და შეავსეთ თქვენი საყვარელი სამოსი აქსესუარებით.

როგორ გავწმინდოთ ფანჯარა

ფანჯრების გაწმენდა დიასახლისებისთვის არც თუ ისე საყვარელი საქმიანობაა. აქ ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა და პატარა ლაქამ მთელი შრომა შეიძლება წყალში ჩაგიყაროს. არადა, სუფთა ფანჯარა დიასახლისის სავიზიტო ბარათია. ამას ემატება ისიც, რომ დასვრილი, მტვრიანი მინები ხელს უშლის სინათლის შემოსვლას 50%-ით.
მოკლედ, მოგვწონს თუ არა, ფანჯრის გაწმენდა აუცილებელია, ამასთან, წელიწადში ორჯერ მაინც ფანჯრები უნდა გაირეცხოს, გაწმენდა კი მას უფრო ხშირად სჭირდება.
ერთ-ერთ საიტზე ამასთან დაკავშირებულ რჩევებს გავეცანი. უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინეთ, რომ ფანჯრები ცხელ ან ქარიან ამინდში არ უნდა გაწმინდოთ, რადგან სწრაფად გამშრალ მინაზე ცისარტყელასებური ლაქები წარმოიქმნება.
დასაწყისისთვის მინებს რბილი ტილოთი უნდა მოაშოროთ მტვერი და მხოლოდ შემდეგ რომელიმე სარეცხი საშუალებით გაწმინდოთ ისინი. შემდეგ კი ფანჯრის მინები, ჩარჩო და რაფა თბილი წყლით უნდა გარეცხოთ და ბოლოს გადაავლოთ ცივი წყალი.
ეფექტური და გამოცდილი საშუალებაა ცარცით გაწმენდა. მინა ჯერ სველი რბილი ტილოთი გაწმინდეთ და შემდეგ ბამბის ტამპონით წაუსვით ცარცის ფხვნილის ნაყენი. გაშრობის შემდეგ გაწმინდეთ მშრალი ტილოთი.
ბევრი დიასახლისი უპირატესობას ანიჭებს ასევე ნიშადურის სპირტს (ერთი სუფრის კოვზი ერთ ლიტრ წყალში), რომლითაც კარგად ირეცხება როგორც მინები, ასევე ფანჯრის ჩარჩო და რაფა.
თუ გინდათ მინამ სარკისებური ბრწყინვალება შეიძინოს, გაწმინდეთ იგი ერთი სუფრის კოვზი სახამებლისა და ერთი ლიტრი ცივი წყლის ნაზავით. მინა კარგად რომ პრიალებდეს, გაწმინდეთ ძმრით და ცოტა ხნის შემდეგ წყლით გაასუფთავეთ.
ბუზების ნაკვალევი ნიშადურის სპირტისა და წყლის თანაბარი ნაზავით უნდა გაწმინდოთ. ძლიერ დასვრილი მინები ადვილად იწმინდება თბილი წყლით, რომელშიც ცოტა სპირტი იქნება ჩამატებული. იმისთვის, რომ ფანჯრები არ გაიყინოს, შიდა მხარე კარგად გაწმინდეთ სპირტისა და გლიცერინის ნაზავით.
ტილოთი გაწმინდეთ ფანჯრის ჩარჩო, შემდეგ წყალში დასველებული გაზეთით გაწმინდეთ მინა და ბოლოს მშრალი გაზეთით ფანჯრის ერთი მხარე ზევიდან ქვევით, მეორე კი მარცხენიდან მარჯვნივ გაამშრალეთ. ასე ადვილად შეიმჩნევა დარჩენილი ლაქები. ზამთარში ფანჯრის მინები ხშირად ყინულის ფენით იფარება. მისი მომტვრევა არ ღირს, უკეთესია იგი მარილიანი ტილოთი გაწმინდოთ. მარილი `შეჭამს~ ყინულს, მინა კი სუფთა და გამჭვირვალე გახდება.

ფილმები, რომლებიც "აუცილებლად" უნდა ნახოთ

ყველა ადამიანს აქვს ერთი საყვარელი ფილმი, რომელსაც ნებისმიერ დროს დიდი სიამოვნებით უყურებს, თუმცა გამუდმებით ერთსა და იმავეს ყურებ მოსაბეზრებელია. როცა საქმე კარგ ფილმს ეხება, რაღაც ახალი არასოდეს არის ადგილო. ჰოდა, კარგი ფილმების შესახებ მეგობრებსა და უცნობებში მოვიკითხე. იმედი მაქვს, მათგან რომელიმე თქვენთვის ახალი და საინტერესო იქნება.

Remember Meყველასათვის ცნობილი სერიალების _ "სოპრანოს კლანისა" და "სექსი დიდ ქალაქში"- რეჟისორის, ალენ კულტორის უახლესი დრამაა. ნინო აშბას თქმით, ფილმში უამრავი ადამიანური გრძნობაა ასახული, მათ შორის სიყვარულიცასე რომ, დრამებისა და მელოდრამების მოყვარულებს შესანიშნავი შანსი გაქვთ, კიდევ ერთხელ დაღვაროთ ცრემლები ცისფერი ეკრანების წინ.

ტონი სკოტის რომანტიკული დრამის _ "True Romance"-ის ნახვას გირჩევთ ნინა მასალკინა _ "სხვათა შორის, პოპსა ფილმია, თუმცა ძალიან კარგი პოპსაა. ასევე შესანიშნავი ფილმია ჯიმ ჯარმუშის “Cofee and Sigarets” (2003) და "Breaqfast At Tifoni" (1961), ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობით. ვფიქრობ, ძალიან კარგი სანახავი იქნება გოგონებისთვის”.



კარენ გასპარიანი “Fear & loathing in Las Vegas”-ის ნახვას გირჩევთ, რომელიც ამერიკელი ჟურნალისტის _ ჰანთერ ტომპსონის რომანის მიხედვით 1998 წელს ტერი გილიამმა გადაიღო. ფილმის სიუჟეტი ნარკოტიკებით გაჟღენთილი ჟურნალისტისა და მისი ადვოკატის ლას ვეგასში საქმიანი ვიზიტის შესახებ მოგვითხრობს. მთავარი როლის შემსრულებლები: ჯონი დეპი, ბენისიო დელ ტორო და მათი ჰალუცინაციები.

საშინელებათა ფილმებისა და მისტიკის მოყვარულთათვის ნინო არქანიამ შემდეგი ფილმები გვირჩია: "Eternal” – 2004 წელს, ვილჰელმ ლიბენბერგისა და ფედერიკო სანჩესის მიერ გადაღებული ფილმი, რომლის მთავარი გმირი ისტორიული რკინის ლედის, ელიზაბეტ ბატორის თანამედროვე პროტოტიპია.

მეორე ფილმი კი _ "Mirrors”, 2009 წელსაა გადაღებულ, ფრანგი რეჟისორის, ალექსანდრე აჟას მიერ გადაღებული თრილერი, რომლის სიუჟეტიც, როგორც სათაურიდან მიხვდით, სარკეებზეა, რომლებიც ყოველთვის სიმართლეს არ აჩვენებენ.

დასანანია, რომ ჩამოთვლილ ფილმთა სიაში ვერ მოხვდა რამდენიმე შესანიშნავი ფილმი, ამიტომ თავს მივცემ უფლებას და რამდენიმე ფილმს საკუთარი გემოვნებითაც გირჩევთ, აი ისინიც: ემირ კუსტურიცას _“Arizona dream” (1993); გერმანელი რეჟისორის, ვოლფგან ბეკერის ფილმი _“Good Bye, Lenin!” (2003); მიშელ გონდრის დრამა, ნახევრად ფანტასტიკა _ “Eternal Sunshine of the Spotless Mind”, სპაიკ ჯონსის ფანტასყ ფილმი – “Where The Wild Things Are”(2009); Karen O- ფანტასტიური საუნდთრეკებით და ფრედერიკ ბეგბედერის რომანის ეკრანიზაცია _ "99Francs” (2007).

როგორ შევაჩეროთ სლოკინი

ეს შესაძლებელია სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რა ხშირად გვაყენებს იგი უხერხულ მდგომარეობაში, ნამდვილად ღირს რამდენიმე რჩევის მიღება მის შესაჩერებლად.

სლოკინისას არ ღირს მთელი ყურადღების მასზე მობილიზება, მისი ძალით შეჩერებისას თქვენ დიაფრაგმის კუნთებს ძაბავთ და ამით უფრო ძლიერდება სლოკინი.

არსებობს რამდენიმე საშუალება, რომლებიც ამ არასასიამოვნო მოვლენის გაქრობაში დაგეხმარებათ.

შეისუნთქეთ და დაახლოებით ათი წამით შეწყვიტეთ სუნთქვა, შემდეგ ამოისუნთქეთ და პატარა ყლუპებით დალიეთ რთი ჭიქა წყალი, ან რამდენჯერმე გადაყლაპეთ ნერწყვი.

შეგიძლიათ ასევე საჩვენებელი თითებით დაიცოთ ყურები, ნეკებით კი ცხვირი ან ცერა და საჩვენებელი თითებით მაგრად მოუჭირეთ ცხვირს იმ ადგილას, სადაც ძვალი მთავრდება და იწყება ხრტილი.

ასევე კარგი საშუალებაა სლოკინის შესაჩერებლად რაიმე მწარე ან მჟავე საკვები, მაგალითად, ლიმონის ერთი ნაჭერი. ასევე ეფექტურია ერთი (ან ორი) / შაქარი.

კიდევ ერთი ძალიან ეფექტური საშუალებაა ცივი წყლის დალევა.

თუ სლოკინი თქვენს მეგობარს აუტყდა, გახსოვდეთ, რომ ყველაზე ეფექტურია ხმაურით უეცარი შეშინება და ყურადღების რაიმე საინტერესო თემაზე გადატანა.

ქორწილის დაგეგმვა

ქორწილის დაგეგმვისას უმნიშვნელო დეტალების გაუთვალისწინებლობამაც კი შესაძლოა დიდი უსიამოვნება გამოიწვიოს, ჩვენი რჩევები სწორედ ამის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
სამზადისის
დასაწყისის პირველი ეტაპი სტუმრების სიის შედგენაა. ბრძოლა სიით ხელში შეიძლება ქორწილის ყველაზე საინტერესო ნაწილი არა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნამდვილად არის და თან
აუცილებლად თქვენი გადასაწყვეტი. ყველაფერი სწორედ ამით უნდა დაიწყოთ _ სტუმრების ვინაობა და რაოდენობა წყვეტს, რა სტილის ქორწილი გექნებათ.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საქმროს ქორწილის დეტალებით ისე ვერ დააინტერესებთ, რომ სალონებში თქვენთან ერთად იტრიალოს. კარგი იქნება, თუ საამისოდ ყოველ დღე თითო საათს გამოყოფთ და მხოლოდ ამ დროს გაუზიარებთ ერთმანეთს თქვენს გეგმებსა და სურვილებს. კვირაში ერთი დღე "განტვირთვისთვისაც" გამოყავით _ დაანახეთ საქმროს, რომ ის გოგონა, რომელიც მას შეუყვარდა, ისევ ისეთივე მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, როგორიც `საქორწინო ციებ-ცხელების" შეყრამდე იყო.

ხშირად პატარძლები კაბის უკეთ მორგების მიზნით დიეტას იცავენ და 10-15 კილოგრამს იკლებენ, რაც დიდი შეცდომაა. წონის დაკლება დიდი რაოდენობით, ფიგურის გარდა სახეზეც აისახება და არა ყოველთვის დადებითად. თან ასე დაკლებულ წონას ძალიან მალე აღიდგენთ და არავის უხარია თაფლობის თვეში ჯანმრთელობის პრობლემები.

ქორწილის გაფორმებას რაც შეეხება, სასურველია, ყველაფერი თქვენი გემოვნებით მოამზადოთ, არასოდეს ანდოთ სხვას. ენდეთ მხოლოდ ძალიან დახვეწილი გემოვნების მქონე მეგობარს და დედას. თუ დიზაინერი შეარჩიეთ, აუცილებლად დაინტერესდით მის მიერ დაგეგმილი ყველა დეტალით _ რაც ყოველგვარ გაურკვევლობას აგაცილებთ თავიდან.

დიდი ყურადღება მიაქციეთ ქორწილის მუსიკალურ გაფორმებას, წინასწარ შეუთანხმდით მუსიკოსებს რეპერტუარზე _ წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება თქვენი ქორწილი რუსულ-ქართული "შანსონების ფესტივალს" დაემსგავსოს.

არასოდეს გააკეთოთ ეკონომია თქვენს იმიჯზე _ მაკიაჟი, ვარცხნილობა და კაბა "წმინდაა". ფული დაზოგეთ ძვირფას ღვინოზე, ყვავილებსა და ბაფთებზე... ქორწილის შემდეგ სტუმრები სწორედ გემოვნებით ჩაცმულ პატარძალზე ილაპარაკებენ და არა იმ საუცხოო ბაფთებზე, რომლებიც სადღაც ჭერში ეკიდა და "ზღაპრულ გარემოს ქმნიდა".

ადვილად სწავლის მეთოდები

სტუდენტებს ხშირად სჯერათ ცრურწმენების, ლექციების ადვილად დასწავლის შესახებ. მაგალითად, ამბობენ, რომ თუ ძილისწინ წიგნს ბალიშის ქვეშ ამოიდებ, დილით ყველაფერი გეცოდინება; ან გამოცდის წინ თავი არ უნდა დაიბანო, თორემ ყველაფერი დაგავიწყდება. და არსებობს კიდევ ერთი წესი _ ხშირად ძირს დაგდებულ წიგნს თავში ხუთჯერ, მსუბუქად ირტყამენ _ ორიანი რომ არ მიიღონ (რაც, ალბათ ძალიან რთული შესასრულებელია 100-ქულიანი შეფასების სისტემის პირობებში). ყველა ეს ცრურწმენა, რა თქმა უნდა, ერთი მიზნისკენაა მიმართულირაც შეიძლება მარტივად ვისწავლოთ მასალა, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გვახსოვდეს ნასწავლი და გამოცდები ავტომატურად თუ არა, ფრიადებზე მაინც ჩავაბაროთ.

წაუკითხავად მასალის შესწავლას ვერ დაგპირდებით, მაგრამ ის მეთოდები, რომლებსაც ახლა შემოგთავაზებთ, აუცილებლად დაგეხმარებათ სრულიად უინტერესო და ყველაზე რთული მასალის დასწავლაშიც კი.

თუკი რაიმეს "ტექსტთან ახლოსსწავლა დაგავალეს, წაიკითხეთ იგი ხმამაღლა და თანაც სიმღერით, მერწმუნეთ, დასაზეპირებლად ეს იდეალური მეთოდია. შესაძლოა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ იგი ძალიან ეფექტურია.

გააკეთეთ თქვენი კონსპექტის აუდიოჩანაწერები, რაც ძალიან მარტივია თუ თქვენს მობილურ ტელეფონს გააჩნია ჩაწერის ფუნქცია. უბრალოდ წაიკითხეთ ლექცია ხმამაღლა და გარკვევით, შემდეგ კი რამდენჯერმე აზრიანად მოუსმინეთ მას.

აუცილებლად წარმოიდგინეთ გონებაში ყველაფერი, რასაც კითხულობთ, ხატოვანი წარმოსახვები საგნის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ, უკიდურეს შემთხვევაში მონახაზები ფურცელზეც გადმოიტანეთ.

შეამჩნევდით ალბათ, რომ ღამით უფრო სწრაფად ითვისებთ მასალას, ვიდრე დღისით, მაგრამ სამწუხაროდ, ასე ნასწავლი მაქსიმუმ მეორე დილამდე გაგყვეთ. დღისით მასალის დასწავლას, მართალია, მეტი დრო მიაქვს, თუმცა იგი დიდხანს გემახსოვრებათ. ასევე მიჩნეულია რომ, დილის საათები უკეთესია მათემატიკური საგნების სამეცადინოდ, საღამოს საათები კი ჰუმანიტარული საგნების ასათვისებლად.

იმ შემთხვევაში, თუ ერთ წინადადებაზეგაჭედეთდა აღარაფერი შედის თავში, შესვენება გჭირდებათ და თანაც ხეირიანი _ დალიეთ ცხელი ყავა, გააკეთეთ რაიმე ისეთი, რაც ბოლომდე განტვირთვაში დაგეხმარებათ და შემდეგ ისევ საქმეს შეუდექით.

კონსპექტები აუცილებლად სუფთად აწარმოვეთ, ეს დიდ სტიმულს იძლევა მათ წასაკითხად და ლექტორის თვალშიც აგიმაღლებთ ქულებს.

ნიღაბი ყინულით

სხვადასხვა ინტერნეტფორუმზე ხშირად წერენ კანის გამაჯანსაღებელი რეცეპტების შესახებ. მათგან ერთ-ერთი ძალიან მარტივი და ეფექტური მომეჩვენა. გადავწყვიტე, იგი თქვენც გაგაცნოთ.

ცხელი აბაზანის შემდეგ თურმე ძალიან სასარგებლოა კანის მასაჟი ყინულით ან თოვლით. მასაჟი ყინული კუბიკებით შეგიძლიათ კვირაში ორ-სამჯერ გაიკეთოთ _ აბაზანის შემდეგ. გამოიღეთ საყინულედან ყინულის 2-3 კუბიკი და წაისვით იგი ლოყებზე, შუბლსა და ყელზე. თუ შხაპის მიღებას არ გეგმავთ, სახე ცხელ წყალში დასველებული, რბილი პირსახოცით დაიტენიანეთ და მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით სახეზე ყინული. მასაჟის შემდეგ გაიმეორეთ ცხელი კომპრესი და ჩამოიბანეთ სახე გრილი წყლით, სულ ბოლოს კი სახეზე რომელიმე მკვებავი კრემი წაისვითშედეგს იმ წამსვე იგრძნობთ.

შეგიძლიათ სპეციალური "მკვებავი ყინულები" თქვენც დაამზადოთ _ ყინულის ფორმებში გაყინეთ მინერალური წყალი ან/და უშაქრო ჩაი.

შეგიძლიათ გასაყინავ წყალში ეთერზეთები გაურიოთ, მაგალითად ვარდისასეთი ზეთები პატარა ფლაკონებით იყიდება პარფიუმერიულ მაღაზიებში, თუმცა ბათუმის რამდენიმე მაღაზიაში მოკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ეთერზეთები არც ისე ადვილი საშოვნელია, ამიტომ მათ ნაცვლად შეგიძლიათ კოსმეტიკური ყინული ციტრუსების კანისგან დაამზადოთ შემდეგნაირად. ფორთოხლისა და მანდარინის კანი ჩაყარეთ პატარა ქილაში და დაასხით მდუღარე წყალი, ქილას თავი დაახურეთ და ერთი დღე-ღამის განმავლობაში შეინახეთ, დილით წყალი ფორმებში ჩაასხით და გაყინეთ. კიდვ ერთი "კოსმეტიკური ყინულის" დასამზადებლად გაყინეთ მინერალურ წყალთან შერეული, ახალდაწურული ფორთოხლის ან გრეიფრუტის წვენი (პროპორციით ერთი-ერთზე). გარდა იმისა, რომ ასეთი ყინული კანს სიმკვრივესა და სიჯანსაღეს შემატებს, იგი საკმაოდ ეფექტურია ნაოჭების საწინააღმდეგოდ.

სოკოს სალათა

ეს სალათი მათთვისაა, ვისაც არაკალორიული და მარტივად მოსამზადებელი კერძები უყვარს. სალათისთვის დაგჭირდებათ ცოტაოდენი ბრინჯი, ქამა სოკო (სასურველია ცოცხლად), 1 თავი ხახვი და სხვადასხვა მწვანილი, მათ შორის მწვანე ხახვი, შავი პილპილი და მაიონეზი.

სოკო კარგად გარეცხეთ, მოხარშეთ, თხელ ფირფიტებად დაჭერით, ტაფაზე დაყარეთ და ნელ ცეცხლზე მოშუშეთ. პატარა ქვაბში ჩაასხით ცოტა ზეთი და შიგ წვრილად დაჭრილი ხახვი ჩაყარეთ, როცა სამზარეულოში მადისაღმძვრელი სუნი დატრიალდება .. ხახვი მოიშუშა და შეგიძლიათ ქვაბში ბრინჯი ჩაამატოთ, დაასხით წყალი (ბრინჯი უნდა დაიფაროს), კარგად ამოურიეთ და დაელოდეთ ბრინჯის მოხარშვას ანუ სანამ წყალი არ ჩაშრება. როცა ბრინჯიც მზად იქნება, ჩაყარეთ ქვაბში სოკო და წვრილად დაჭრილი მწვანილები. ბოლოს კი სალათს თქვენი გემოვნებით მოაყარეთ ცოტაოდენი შავი პილპილი და მარილი. შეგიძლიათ სალათს მაიონეზიც შეურიოთ, თუმცა კერძი მის გარეშეც ძალიან გემრიელი და უფრო ნაკლებ კალორიულიცაა.

გემრიელად მიირთვით!

როგორ მოვამზადოთ ბინა გასაყიდად

ბათუმში ბინის გაქირავება ან გაყიდვა სარფიანი საქმეა. ამიტომ გადავწყვიტე მერჩია, თუ როგორ მოვამზადოთ ბინა გასაყიდად ან გასაქირავებლად.

უპირველეს ყოვლისა, მოაწესრიგეთ სახლის შესასვლელი _ პირველი წარმოდგენა ძალიან მნიშვნელოვანია.

ოთახის ვიზუალურად გაზრდის მიზნით, გახსენით ფარდები და ჟალუზები, იმავე მიზნით აალაგეთ სამზარეულოდან პატარა ნივთები და კარგად გადაწმინდეთ ყველაფერი, ასე სამზარეულო უფრო დიდი და კეთილმოწყობილიც გამოჩნდება.

იმისათვის, რომ მუშტარი ბინის შესასყიდად განეწყოს, მან თავი მყუდროდ უნდა იგრძნოს ამ ბინაში, ისე თითქოს ეს უკვე მისი სახლია, ამიტომ სტუმარს სახლში გამომცხვარი ორცხობილათი, ყავით ან ჩაით გაუმასპინძლდით. ხოლო ბინის ინტერიერში თბილი და მყუდრო განწყობის შესაქმნელად, სახლი დეკორაციული ბალიშებით გააფორმეთ და აუცილებლად გაითვალისწინეთ: ბინის მომავალი მფლობელისთვის მნიშვნელოვანია, ამ სახლში საკუთარი ოჯახის წარმოსახვა, ამაში კი ხელს შეუშლის თქვენი სახლის კედლებსა და თაროებზე დალაგებული საოჯახო ფოტოები. ამიტომ უმჯობესი იქნება, ისინი დროებით თვალს მოაშოროთ და უჯრაში შეინახოთ.

კარგი იქნება, თუ მისაღებში, ლარნაკით ყვავილების თაიგულსაც დადგამთ, ეს გარდა იმისა, რომ ოთახს დაამშვენებს, სასიამოვნო გარემოს შექმნის და თქვენს მყიდველსაც დადებითად განაწყობს თქვენი ბინის მიმართ.

სიყვარულის ფორმულა

ძნელია, წამოვიდგინოთ ისარმომარჯვებული კუბიდონი, თუმცა იმ ფაქტს, რომ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ, გვერდს ვერ აუვლი. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტი და მრავალმხრივი განმარტება ლექსიკონში სიტყვა "სიყვარულს" აქვს, მაგრამ შეყვარებულ ადამიანს ყველაზე მეტად ამ გრძნობის აღწერა უჭირს.

ჩემი აზრით, აჯობებს ცოტა ხნით ღრუბლებიდან დავეშვათ, ვარდისფერი სათვალე მოვიხსნათ და რეალურად ვიფიქროთ, როგორი შეიძლება იყოს სიყვარულის ფორმულა.

ფორმულის შედგენისას უნდა გვახსოვდეს ადამიანის გენში დეტერმინირებული გარკვეული ინსტიქტები (წინააღმდეგ შემთხვევაში, დავრჩებოდით შთამომავლობის გარეშე) მაგალითად, მამაკაცს მოსწონს ქალი, რომელსაც აქვს დიდი მკერდი, სქელი ტუჩები, მეტყველი თვალები, ლამაზი სახე, წვრილი წელი და .. ანუ კაცი მისდაუნებურად აქცევს ყურადღებას ქალის პროპორციულობას. ამას სილამაზედ აღიქვამს. პროპორციულობა კი, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობის მიმანიშნებელია.

საყურადღებოა, რომ ქალების უმეტესობა მოსწონთ ოვულაციის ფაზაში, რადგან ოვულაციის დროს სახის ნაკვთები შევსილი და გამოკვეთილია.

დანახვის შემდეგ გადავდივართ მეორე ეტაპზე _ აღქმა. ადამიანს ცხვირში გააჩნია ყნოსვის ცენტრი, რომელიც აღიქვამს იმ სპეციფიკურ სუნს, რომელსაც გამოიმუშავებს საპირისპირო სქესის ადამიანის საოფლე ჯირკვალი, რომლის მოლეკულებსაც აიორთქლებს კანი.

ყნოსვის ცენტრი ამოუცნობი ფენომენია, რადგან სწორედ იმ ადამიანზე აკეთებს სიგნალს, რომელთან ერთადაც შეგიძლია სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერი იყო. მისი საშუალებით მიეწოდება ტვინს ინფორმაცია ადამიანის მეექვსე ქრომოსომის შესახებ, რომელიც აუცილებლად განსხვავებული უნდა იყოს ერთმანეთისგან (ჰისტოშეთავსებულობის უნარი). წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდია ალბათობა უნაყოფობისა.

ტვინთან გაგზავნილი ინფორმაცია ნერვული იმპულსების საშუალებით გადაიტანება. იმისდამიხედვით თუ რა ინფორმაცია იქნა გაგზავნილი, გამოიყოფა ფერომონები. ფერომონები გახლავთ სიყვარულის ფორმონიები, რომლებიც ჭარბი რაოდენობით ორგანიზმში მხოლოდ შეყვარებულ ადამიანს აქვს.

თავდაპირველად თირკმელზედა ჯირკვლიდან გამომუშავდება ადრენალინი, მისი დამსახურებით ფეთქავს გული გაორმაგებით, ვწითლდებით და ვხურდებით, ადრენალინს ემატება მეორე ნეირომედიატორი ნორადრენალინი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს დაბნევას, თავბრუხვევასა და სიტყვაძუნწობას.

თუკი უფრო დავასერიოზულებთ ურთიერთობას, სისხლში იმატებს დოფამინი, ხოლო თუ საქმე კოცნამდე მივიდა, გამომუშავებას დაიწყებს ბედნიერების ჰორმონი _ ენდორფინი (მორფინი და ჰეორინი ახდენს ენდორფინის იმიტირებას, რადგან მისთვის დამახასიათებელია გაბრუება), ხოლო სეროტონინის გამომუშავება ენდორფინთან ერთად ოჯახის შექმნაზე მიუთითებს.

ქალები უნდა გაუფრთხილდნენ ჰორმონ ოქსიტოცინს _ სიყვარულის შედეგს, რომელიც გამოუმუშავდებათ მამაკაცებს, აბრუებს მათ და დამყოლს ხდის. სტატისტიკურმა მონაცემებმა გვიჩვენა, რომ ახალდაქორწინებული ოჯახი უმეტესწილად ინგრევა ორი წლის შემდეგ მამაკაცის ინიციატივით, რაც მეცნიერების თქმით, სწორედ ოქსიტოცინის გამომუშავების შეწყვეტის მიზეზია.

მაშასადამე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჯულიეტა აუცილებლად იპოვიდა სხვა რომეოს და ტრისტანსაც შეუყვარდებოდა სხვა იზოლდა, თუმცა შეყვარებულმა რუსთაველმა საუკუნეების წინ გაამართლა ყველა მიჯნურის საქციელი ფრაზით: ,,გული გრძნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან, რა გული წავა იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან".

ჩემი რჩევა იქნება, ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ, რათა ადვილად ვიპოვოთ ჩვენი მეორე ნახევრები, არ წაგვეშალოს სიყვარულის ფორმულა და მუდამ გვქონდეს სისხლში ფერომონები.

ნათია ადამია

სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი