ბათუმში ბინის გაქირავება ან გაყიდვა სარფიანი საქმეა. ამიტომ გადავწყვიტე მერჩია, თუ როგორ მოვამზადოთ ბინა გასაყიდად ან გასაქირავებლად.
უპირველეს ყოვლისა, მოაწესრიგეთ სახლის შესასვლელი _ პირველი წარმოდგენა ძალიან მნიშვნელოვანია.
ოთახის ვიზუალურად გაზრდის მიზნით, გახსენით ფარდები და ჟალუზები, იმავე მიზნით აალაგეთ სამზარეულოდან პატარა ნივთები და კარგად გადაწმინდეთ ყველაფერი, ასე სამზარეულო უფრო დიდი და კეთილმოწყობილიც გამოჩნდება.
იმისათვის, რომ მუშტარი ბინის შესასყიდად განეწყოს, მან თავი მყუდროდ უნდა იგრძნოს ამ ბინაში, ისე თითქოს ეს უკვე მისი სახლია, ამიტომ სტუმარს სახლში გამომცხვარი ორცხობილათი, ყავით ან ჩაით გაუმასპინძლდით. ხოლო ბინის ინტერიერში თბილი და მყუდრო განწყობის შესაქმნელად, სახლი დეკორაციული ბალიშებით გააფორმეთ და აუცილებლად გაითვალისწინეთ: ბინის მომავალი მფლობელისთვის მნიშვნელოვანია, ამ სახლში საკუთარი ოჯახის წარმოსახვა, ამაში კი ხელს შეუშლის თქვენი სახლის კედლებსა და თაროებზე დალაგებული საოჯახო ფოტოები. ამიტომ უმჯობესი იქნება, ისინი დროებით თვალს მოაშოროთ და უჯრაში შეინახოთ.
კარგი იქნება, თუ მისაღებში, ლარნაკით ყვავილების თაიგულსაც დადგამთ, ეს გარდა იმისა, რომ ოთახს დაამშვენებს, სასიამოვნო გარემოს შექმნის და თქვენს მყიდველსაც დადებითად განაწყობს თქვენი ბინის მიმართ.
0 коммент.:
Отправить комментарий