ყველა ადამიანს აქვს ერთი საყვარელი ფილმი, რომელსაც ნებისმიერ დროს დიდი სიამოვნებით უყურებს, თუმცა გამუდმებით ერთსა და იმავეს ყურება მოსაბეზრებელია. როცა საქმე კარგ ფილმს ეხება, რაღაც ახალი არასოდეს არის უადგილო. ჰოდა, კარგი ფილმების შესახებ მეგობრებსა და უცნობებში მოვიკითხე. იმედი მაქვს, მათგან რომელიმე თქვენთვის ახალი და საინტერესო იქნება.
Remember Me – ყველასათვის ცნობილი სერიალების _ "სოპრანოს კლანისა" და "სექსი დიდ ქალაქში"-ს რეჟისორის, ალენ კულტორის უახლესი დრამაა. ნინო აშბას თქმით, ფილმში უამრავი ადამიანური გრძნობაა ასახული, მათ შორის სიყვარულიც – ასე რომ, დრამებისა და მელოდრამების მოყვარულებს შესანიშნავი შანსი გაქვთ, კიდევ ერთხელ დაღვაროთ ცრემლები ცისფერი ეკრანების წინ.
ტონი სკოტის რომანტიკული დრამის _ "True Romance"-ის ნახვას გირჩევთ ნინა მასალკინა _ "სხვათა შორის, პოპსა ფილმია, თუმცა ძალიან კარგი პოპსაა. ასევე შესანიშნავი ფილმია ჯიმ ჯარმუშის “Cofee and Sigarets” (2003) და "Breaqfast At Tifoni" (1961), ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობით. ვფიქრობ, ძალიან კარგი სანახავი იქნება გოგონებისთვის”.
კარენ გასპარიანი “Fear & loathing in Las Vegas”-ის ნახვას გირჩევთ, რომელიც ამერიკელი ჟურნალისტის _ ჰანთერ ტომპსონის რომანის მიხედვით 1998 წელს ტერი გილიამმა გადაიღო. ფილმის სიუჟეტი ნარკოტიკებით გაჟღენთილი ჟურნალისტისა და მისი ადვოკატის ლას ვეგასში საქმიანი ვიზიტის შესახებ მოგვითხრობს. მთავარი როლის შემსრულებლები: ჯონი დეპი, ბენისიო დელ ტორო და მათი ჰალუცინაციები.
საშინელებათა ფილმებისა და მისტიკის მოყვარულთათვის ნინო არქანიამ შემდეგი ფილმები გვირჩია: "Eternal” – 2004 წელს, ვილჰელმ ლიბენბერგისა და ფედერიკო სანჩესის მიერ გადაღებული ფილმი, რომლის მთავარი გმირი ისტორიული რკინის ლედის, ელიზაბეტ ბატორის თანამედროვე პროტოტიპია.
მეორე ფილმი კი _ "Mirrors”, 2009 წელსაა გადაღებული, ფრანგი რეჟისორის, ალექსანდრე აჟას მიერ გადაღებული თრილერი, რომლის სიუჟეტიც, როგორც სათაურიდან მიხვდით, სარკეებზეა, რომლებიც ყოველთვის სიმართლეს არ აჩვენებენ.
დასანანია, რომ ჩამოთვლილ ფილმთა სიაში ვერ მოხვდა რამდენიმე შესანიშნავი ფილმი, ამიტომ თავს მივცემ უფლებას და რამდენიმე ფილმს საკუთარი გემოვნებითაც გირჩევთ, აი ისინიც: ემირ კუსტურიცას _“Arizona dream” (1993); გერმანელი რეჟისორის, ვოლფგან ბეკერის ფილმი _“Good Bye, Lenin!” (2003); მიშელ გონდრის დრამა, ნახევრად ფანტასტიკა _ “Eternal Sunshine of the Spotless Mind”, სპაიკ ჯონსის ფანტასყ ფილმი – “Where The Wild Things Are”(2009); Karen O-ს ფანტასტიური საუნდთრეკებით და ფრედერიკ ბეგბედერის რომანის ეკრანიზაცია _ "99Francs” (2007).
1 коммент.:
OverviewMost nerve pain comes from an initial idea of energetic blockage in
most cases are certainly possible. Apply heat to treat nerve pain.
Muscle inflammation cannot take heat, represents the largest nerve within
the nerve is almost a lot of time. The researchers reached
their conclusions after surveying 184 children
attending public schools in Ann Arbor, Mich.
This way, addressing the real cause of the problem.
Look into my weblog - East Williamson acupuncture back pain
my page - East Williamson acupuncture back pain
Отправить комментарий