როგორ მოვიშოროთ 'ხელოვნური რუჯი'?!

ერთერთ კომენტარში, ბლოგის მკითხველი დაინტერესდა თუ როგორ შეიძლება რუჯის მოშორება. სამწუხაროდ საპასუხო პოსტი ცოტა დაგიგვიანეთ, მაგრამ იქნებ ახლაც არ იყოს გვიან, მოკლედ აი როგორ ხდება ეს ყველაფერი.
დავიწყოთ ტანითთქვენი ფერის დასაბრუნებლად, ან არასასურველი რუჯის ეფექტის შესასუსტებლად, უპირველეს ყოვლისა უნდა ეცადოთ ჩამოიშოროთ იგი სხეულიდან, ამისთვის კი საუკეთესო საშუალებაა ტანის სკრაბი, ფეხების გაპარსვა და აბაზანაში ჩაწოლა.
პროცედურა ძილის წინ უნდა ჩაიტაროთ, რათა კანს საშუალება მიეცეს დამშვიდდეს და დილით უკვე სასურველი შედეგი გქონდეთ სახეზე.
თუ ხელოვნურ რუჯს, ნარინჯისფერი ფერი დაჰკრავს, მაკიაჟის მოსაშორებელი ლოსიონით დასველებული ბამბით გაიწმინდეთ ყელი და სახე. ინტერნეტ წყაროების თქმით ასევე ეფექტურია, დატენიანებულ სახეზე წასმული ე.წ. საჭმლის სოდა. რომელსაც ფრთხილი მოძრაობებით წაისვამთ სახეზე და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანთ.
დააკვირდით ხელისა და ფეხის გულებს, თუ ატყობთ, რომ ძალიან ბევრი საღებავი გაქვთ მათზე, ეს ვებ გვერდი გირჩევთ, რომ წყალბადის ზეჟანგით გაიწმინდოთ ისინი – უფრო სწორად კი 5–10 წუთი გაიჩეროთ კანზე. მაგრამ, მანამ სანამ წყალბადის ზეჟანგს წაისვამთ, იგი ხელის პატარა ნაწილზე მოსინჯეთ თუ ეს ადგილი გაწითლდა, მოგექავათ ან კანის გაღიზიანების სხვა სიმპტომი შეგენიშნათ, დაივიწყეთ ეს საშუალება. ზოგადად ეს სითხე მსუბუქად წვავს კანს, ამიტომაც ცოტა მეტი სიფრთხილე გმართებთ (პროცედურა რამდენიმე დღე გაიმეორეთ).

ფეხები, მკლავები და წელი – სხეულის ეს ნაწილებიც ფაქიზ მობყრობას მოითხოვს. სხეულის ამ ნაწილებზე საბავშვო ზეთი წაისვით და გაიჩერეთ 1–2 საათი, შემდეგ მიიღეთ აბაზანა, რომლის დროსაც ტანს რბილი ტილოთი (ნაზი მოძრაობებით) ჩამოირეცხავთ.
გაითვალისწინეთ, რომ აქ ჩამოთვლილი ყველა ხერხის მოსინჯვა არ ღირს, ანუ გამოიყენეთ
ნებისმიერი – წყალბადის ზეჟანგი, ან სოდა, მაგრამ არა ყველაფერი ერთად.
ამავე დროს ნუ დაგავიწყდებათ, რომ ‘ხელოვნური რუჯი’ მხოლოდ კანის ზედაპირზეა მოდებული და მისი ხშირი ჩამობანა, უფრო კი წყალში (აუზი, აბაზანა) გაჩერება, თითქმის ისევე ეფექტური იქნება, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები.
პ. ს. წყარო: ინტერნეტი ;)

ყალბი თუ ორიგინალი

დღეს ბაზარზე ბლომად იყიდება ფალსიფიცირებული პარფიუმერიული ნაწარმი საკმაოდ მაღალ ფასად, თუმცა მაღალი ფასი ხარისხის გარანტი სულაც არ არის. თუკი რომელიმე პარფიუმერიული ნაწარმის შეძენა გსურთ, იმისათვის, რომ სახლში უხარისხო და უვარგისი საქონელი არ მიიტანოთ, გირჩევთ:

ყალბის ორიგინალისაგან გარჩევა შეფუთვითაა შესაძლებელი _ უპირველეს ყოვლისა, ყურადღებით წაიკითხეთ სუნამოს ან კრემის დასახელება, ხშირად მათი მწარმოებლები თავიანთ ნაწარმს ბრენდებთან მიახლოებულ სახელებს არქმევენ, მაგალითად, Nivea- ნაცვლად Nivёa, Dove- _ Dave, j`adore- ნაცვლად jadore და ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ პატენტებს ზუსტად იმავე შრიფტით აწერია, როგორითაც ნამდვილ ბრენდულ ნაწარმს, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ გარჩევას ორიგინალისგან. ყურადღება მიაქციეთ წარწერებს შეფუთვაზე _ ხშირად ფალსიფიციურ ნაწარმზე წარწერები გადღაბნილი ან ზედმეტად პატარა შრიფტითაა დაწერილი. გარდა ამისა, ფრანგულ სუნამოებს არასდროს აწერია _ Parfume, ფლაკონზე უნდა ეწეროს _ parfum.

ასევე კოლოფს უნდა ეკვროდეს თხელი და არა უხეში, სქელი პოლიეთილენის პარკი. პარკზე არ უნდა შეიმჩნეოდეს წებოს კვალი და არც მისგან დარჩენილი ნაოჭები.

ნამდვილი სუნამოს ფლაკონი მინისაა, სუფთა და გლუვი ზედაპირით. ასევე სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების პლასტმასის კოლოფებიც ერთი ფერის, სუფთა პლასტმასისგან უნდა იყოს დამზადებული.

იაფფასიან სუნამოს მარტივად ამოიცნობთ, თუ კარგად დააკვირდებით უშუალოდ სითხეს _ კარგი ხარისხის სუნამოს ღია, გალა ფერი აქვს, ის სუნამოები კი, რომლებსაც ბაზრობებზე ორიგინალებად ასაღებენ, ძალიან მკვეთრი ფერისაა და თუ მზის შუქზე შეხედავთ, იმასაც შეამჩნევთ, რომ ფლაკონში მღვრიე სითხე ასხია.

დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი წამოგებულა გამყიდველების ხრიკზე _ როცა კენზოს სუნამოს 15 ლარად გთავაზობენ და თქვენი ირონიული ღიმილის დანახვაზე, თითქოსდა საიდუმლოდ შემოგაპარებენ, რომ ეს, რა თქმა უნდა, ფალსიფიცირებული, თორემ 60-ლარიანი ორიგინალი აგერ, ცალკე აქვთ გადანახული _ არ დაიჯეროთ! `ცალკეციგივე ყალბი დევს და უმჯობესია იქაურობას სასწრაფოდ გაეცალოთ.

იმისათვის, რომ ფალსიფიკაციას აარიდოთ თავი და ეჭვი არ გეპარებოდეთ ხარისხში, უმჯობესია, სუნამო და სხვა სახის პარფიუმერია სპეციალურ მაღაზიებში შეიძინოთ, სახის მოვლის საშუალებები კი _ აფთიაქებში. მართალია, ბაზართან შედარებით აქ მეტის გადახდა მოგიწევთ, მაგრამ სამაგიეროდ დარწმუნებული იქნებით, რომ ხარისხიანი პროდუქცია შეიძინეთ

აქვე განწყობისთვის, რამოდენიმე საუკეთესო სუნამოს, საუკეთესო (კარგი – მაინც) რეკლამა:









და

ფოტოაპარატისთვის

aმ შესანიშნავი ხელჩანთის მომზადება შეუძლია ყველას, ვისაც ცოტა მაინც ეხერხება კერვა _ ჩვენ მხოლოდ იდეას მოგაწოდებთ, რომელიც ერთ–ერთი უცხოური ბლოგიდან ვისესხეთ.

უპირველეს ყოვლისა, ჩანთის ორი მხარე გაამზადეთ. საამისოდ რაიმე სქელი და ფერადი ნაჭერი შეარჩიეთ, შემდეგ ერთ-ერთ მათგანზე ხელით მიაკერეთ ნაჭრის ობიექტივი, პატარავსპიშკადა სხვა დანარჩენი დეტალები, დაახლოებით ისე, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები. სულ ბოლოს საკერავი მანქანით (ან ხელით) ნაჭრის ორივე ნაწილისგან შეკერეთ პატარა ჩანთა, ომლისთვისაც იმავე ზომის, პატარა სარჩული გექნებათ გამზადებული (უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლიათ სარჩულის გარეშედაც დატოვოთ) სარჩული ჩააკერეთ მოკლე ზომის ელვასთან (“ზმეიკასთან”) ერთად. ჩანთა მზადაა. არ დაგავიწყდეთ ერთ-ერთ კიდეზე მყარად მიამაგროთ პატარა სახელური.

ყვავილოვანი კომბოსტო

ეს უნიკალური პროდუქტი ათასნაირად შეიძლება მომზადდეს. ამჯერად ყვავილოვანი კომბოსტოს მომზადების ერთ-ერთ უმარტივეს და უგემრიელეს რეცეპტს შემოგთავაზებთ.კერძისთვის შეარჩიეთ საშუალო ზომის კომბოსტო, გარეცხეთ და მოხარშეთ, როცა კომბოსტო ოდნავ შერბილდება, ამოიღეთ და დაჭერით თხელ ნაჭრებად. ცალკე თასზე გაამზადეთ კვერცხისა და პურის ფქვილის თხელი მასა, რომელშიც მარილის გარდა შეგიძლიათ მშრალი სუნელები (ქინძი და უცხო სუნელი) გაურიოთ და ამ მასაში ამოსვარეთ კომბოსტოს თხელი ნაჭრები და გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე შეწვით სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. თეფშზე გადმოტანილ კერძს მოაყარეთ ცოტა მწვანილი და თუ გნებავთ, შავი პილპილიც.

სუფრაზე გაიტანეთ ცხლად და გვერდით მიუდგით პატარა ჯამი მაიონეზით ან არაჟნით.

გემრიელად მიირთვით!




სამკაული მავთულისგან

ამ სახის სამკაულების დამზადება ცოტათი შრომატევადი, მაგრამ სახალისო სამუშაოა. მავთულით სამკაულის ქსოვას განსაკუთრებული უნარი არ სჭირდება, მთავარია იპოვოთ რაიმე ლამაზი ქვა და მავთული. მავთული შესაძლოა ძაფებისა და მძივების მაღაზიებში შეიძინოთ, ან სადმე უბრალო ალუმინის თხელი მავთული გამოძებნოთ და საქმეს შეუდგეთ.

თავიდან ქვას მყარი ჩარჩო შემოაქსოვეთ. როცა ქვაზე მავთულის კარკასი მზად გექნებათ (ქვა აუცილებლად უნდა ჩანდეს მავთულებიდან, ერთი მხრიდან მაინც) მავთულის ჩარჩოდან ორი 40/30 სანტიმეტრის მავთული უნდა დარჩეს გამოშვერილი. დაწვენით იგი სურათზე ნაჩვენები გზით და შემდეგ სამკაულს ირგვლივ შემოაჭდეთ.

მავთულისგან სხვადასხვა ზომის სპირალი გამოიყვანეთ _ ორიგინალურ იერს შესძენს მას...

ბოლოს სადმე პატარა ყუნწი ამოაძვრინეთ და ზედ გრძელი ძაფი მიაბით.

ბუნებრივი მაკიაჟი



ქალი და მაკიაჟი საუკეთესო მეგობრები არიან, მაგრამ სამწუხაროდ უმეტესობას მაკიაჟი სახის შეღებვად მიაჩნია და თანაც პირდაპირი მნიშვნელობით. მაკიაჟი რაც შეიძლება ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს, რაც სახეს მგრძნობიარე და იმავდროულად ჯანსაღ იერს მიანიჭებს. ასეთი მაკიაჟი ყველაზე მომხიბვლელია. რჩევები ბუნებრივი მაკიაჟის შესახებ სხვადასხვა სტილისტის ინტერნეტმასტერკლასებიდან მოვამზადე.

ბუნებრივი მაკიაჟის პირველი პირობა ხარისხიანი და უცხიმო ტონალურის შერჩევაა. ტონი მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს თქვენი კანის ფერთან. ხშირად გოგონები მუქი ფერის ტონით ცდილობენ რუჯის ეფექტი შეიქმნან, რაც არაბუნებრივად გამოიყურება ზამთარში და ღია ფერის გოგონებს საერთოდ არ შეეფერება.

ტონალურის წასმის შემდეგ არ უნდა ჩანდეს საზღვრები მაკიაჟსა და კანს შორის. ძირითადად ასეთი საზღვრები ყბასთან შეიმჩნევა, რაც ძალიან ულამაზოა, ამიტომ თუ ტონალური კანის ფერს ზუსტად არ ემთხვევა, მაშინ იგი ყელზე და დეკოლტეს ზონაშიც წაისვით.

კანი თვალების ქვემოთ სპეციალური კორექტორით (მისი შოვნა კოსმეტიკურ მაღაზიებშია შესაძლებელი) უნდა გაიღიავოთ. შემდეგ სახის ტონირება დაიწყეთ, შუბლიდან ნიკაპის მიმართულებით.

ბუნებრივი მაკიაჟისას გამორიცხეთ კოსმეტიკა, პერლამუტრისა და მბზინავი . . ბლესკის ეფექტებით.

ბუნებრივი მაკიაჟი .. “რუმიანისგარეშედაც შეიძლება, თუმცა თუ სახე ზედმეტად უფერულად გეჩვენებათ, შეგიძლიათ ცოტაოდენი ფერი დაიმატოთ. ქერა გოგონებისთვის ლოყის ჩრდილი ატმისფერი უნდა იყოს, შავი და ჟღალი ფერის თმის მქონე ქალებისთვის კი მარჯნისფერი. `რუმიანა` დიდი, ფაფუკი ფუნჯით უნდა წაისვათ და თანაც ცოტა რაოდენობით.

წამწამების გასამუქებლად გამოიყენეთ მხოლოდ ის თვალის `ტუში”, რომელსაც შეუძლია ხაზი გაუსვას თქვენს ბუნებრივ სილამაზეს. მთავარი არ არის რამდენად გახშირდება და დაგრძელდება თქვენი წამწამები, მთავარია ისინი ცოტათი უფრო გამუქდეს და უფრო გამოკვეთოს თვალის ჭრილი.

თვალის ჩრდილისთვის მხოლოდ ნათელი ფერები უნდა გამოიყენოთ. ჩრდილი თვალის ზედა, უძრავ ნაწილზე წაისვით და ეცადეთ იგი თვალის შიდა კიდიდან გარე კიდისკენ გადაანაწილოთ.

ტუჩები ბუნებრივ ფერზე ოდნავ მუქი ან ღია უნდა იყოს _ უმჯობესია ორივე მოსინჯოთ და თქვენ გადაწყვიტოთ, რომელი უფრო გიხდებათ (ტუჩების გაღიავების შემთხვევაში, პომადაზე უფრო ეფექტურია ხორცისფერი ლაინერის გამოყენება).

სულ ბოლო შტრიხი ვარცხნილობა გახლავთ _ კარგი იქნება, თუ მაქსიმალურად ბუნებრივს და მარტივს შეარჩევთ

აქვე შემოგთავაზებთ ერთ ვიდეო ტუტორალს, სადაც ერთ–ერთი ვიდეო ბლოგის ავტორი და ძალიან კარგი ვიზაჟისტი მიშელ ფანი ბუნებრივი გარეგნობის ვიდეო გაკვეთილს ჩაგიტარებთ ;)



შოკმანჟე

ოკმანჟე ალბათ ის დესერტია, რომელზეც უარს არავინ ამბობს. იგი შეგიძლიათ შემდეგნაირად მოამზადოთ:

ზოგადად, შოკმანჟე კვერცხის ცალ-ცალკე ათქვეფილი ცილისა და გულისგან მზადდება, მაგრამ როგორც საკუთარი გამოცდილებიდან აღმოვაჩინე, უმჯობესია, დესერტი მხოლოდ ცილისგან მოვამზადოთ, შოკმანჟეს კვერცხის სუნი რომ არ ჰქონდეს.

მიქსერით ათქვიფეთ 6 კვერცხის ცილა სქელი მასის მიღებამდე. შემდეგ ჩაამატეთ 3 / შაქარი და ცოტა ვანილი.

წინასწარ უნდა მოამზადოთ შოკოლადისა და კარაქის ნაზავი _ 100 გრამი კარაქი და ერთი ფილა დატეხილი, შავი შოკოლადი ჩაყარეთ თასში, შემდეგ ქვაბში ჩაასხით წყალი და თასი შიგ მოათავსეთ (ასე გაცხელებული თასი შოკოლადს არ მიიწვავს). თასს ურიეთ მანამ, სანამ მასა არ გაერთიანდება, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე. თუ შოკოლადი არ გაქვთ, კარაქში შეგიძლიათ კაკაო შეურიოთ _ დესერტი არც ასე დაკარგავს არომატსა და გემოს.

შოკოლადისა და კვერცხის მასა ერთმანეთში აურიეთ და თქვიფეთ მანამ, სანამ შოკოლადისფერ, გემრიელ კრემს არ მიიღებთ. შემდეგ გადაიღეთ პატარა შუშის ჭიქებში და შედგით საყინულეში. ათქვეფის დროს შეგიძლიათ ცოტაოდენი კონიაკი ან ლიქიორიც გაურიოთ _ განსაკუთრებულ, სასიამოვნო არომატს შესძენს დესერტს.

სუფრასთან გატანამდე მოაყარეთ მოხალული თხილი ან გახეხილი ქოქოსი.

ლაქმა დიდ ხანს რომ გაძლოს

რაფერი ისე არ ახარებს ქალის თვალს, როგორც მოვლილი ხელები და კარგი მანიკიური _ როგორ წავისვათ იგი ისე, რომ ხასხასა ფერის, პრიალა ლაქი დიდხანს შევინარჩუნოთ ფრჩხილზე?!

პირველ რიგში, ფრჩხილს ოვალური ფორმა მიეცით და არ დაგავიწყდეთ, რომ რბილი ფრჩხილებისთვის რაც შეიძლება რბილი სახეხი უნდა გამოიყენოთ, სქელ ფრჩხილებს კი ცოტა უხეში სახეხი სჭირდება. უკეთესი იქნება, თუ მათ აფთიაქში შეიძენთ. თავი შეიკავეთ რკინის სახეხის გამოყენებისგან _ იგი ფრჩხილებს ერთიანად ანადგურებს.

ლაქის წასმამდე აუცილებლად მოიშორეთ ძველი ლაქის ნარჩენები და მხოლოდ შემდეგ შეუდექით საქმეს.

ლაქის წასმა მარცხენა ხელით დაიწყეთ, თანაც ნეკი თითიდან _ ასე გაცილებით უფრო გაგიადვილდებათ საქმე. ლაქი სწორად უნდა წაისვათ _ დაუსვით ფართო ხაზი ფრჩხილის შუაგულში, შემდეგ კი ორი სწორი ხაზი გვერდებზე. თუ უფრო მკაფიო ფერი გნებავთ, პირველი ფენის გაშრობის შემდეგ მეორე ფენაც გადაუსვით.

თითზე გადღაბნილი ზედმეტი ლაქი აცეტონში დასველებული პატარა ბამბით გაშრობამდე უნდა მოიშოროთ.

ლაქის წასმის შემდეგ მისი გაშრობა ყველაზე დამღლელი ეტაპია, რომლის დროსაც 5 წუთი მაინც თითებგაშლილი უნდა იჯდეთ, უსაქმურად. ამას ერთი მარტივი მეთოდით შველიან _ გალაქული ფრჩხილების დასველებით. მაგრამ არსებობს უფრო ეფექტური საშუალება _ ლაქის საშრობი სითხე, რომელიც შეგიძლიათ, რეკლამაში ნუ ჩამომართმევთ და orifflame- კატალოგით შეიძინოთ.

ზოგადად, ლაქის წასმამდე კარგი იქნება თუ წაისმევთ სპეციალურ ლაქს, რომელიც ფრჩხილებს იცავს დაზიანებისგან.

ლაქის ფერს რაც შეეხება, დაკავებული და მოუცლელი ქალებისთვის ყველაზე ეფექტური და პრაქტიკული გამჭვირვალე ლაქია, იმ მარტივი მიზეზით, რომ იგი ყოველთვის ბზინავს და ლაქის აძრობის შემთხვევაში ხარვეზი შეუმჩნეველი რჩება.