ყალბი თუ ორიგინალი

დღეს ბაზარზე ბლომად იყიდება ფალსიფიცირებული პარფიუმერიული ნაწარმი საკმაოდ მაღალ ფასად, თუმცა მაღალი ფასი ხარისხის გარანტი სულაც არ არის. თუკი რომელიმე პარფიუმერიული ნაწარმის შეძენა გსურთ, იმისათვის, რომ სახლში უხარისხო და უვარგისი საქონელი არ მიიტანოთ, გირჩევთ:

ყალბის ორიგინალისაგან გარჩევა შეფუთვითაა შესაძლებელი _ უპირველეს ყოვლისა, ყურადღებით წაიკითხეთ სუნამოს ან კრემის დასახელება, ხშირად მათი მწარმოებლები თავიანთ ნაწარმს ბრენდებთან მიახლოებულ სახელებს არქმევენ, მაგალითად, Nivea- ნაცვლად Nivёa, Dove- _ Dave, j`adore- ნაცვლად jadore და ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ პატენტებს ზუსტად იმავე შრიფტით აწერია, როგორითაც ნამდვილ ბრენდულ ნაწარმს, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ გარჩევას ორიგინალისგან. ყურადღება მიაქციეთ წარწერებს შეფუთვაზე _ ხშირად ფალსიფიციურ ნაწარმზე წარწერები გადღაბნილი ან ზედმეტად პატარა შრიფტითაა დაწერილი. გარდა ამისა, ფრანგულ სუნამოებს არასდროს აწერია _ Parfume, ფლაკონზე უნდა ეწეროს _ parfum.

ასევე კოლოფს უნდა ეკვროდეს თხელი და არა უხეში, სქელი პოლიეთილენის პარკი. პარკზე არ უნდა შეიმჩნეოდეს წებოს კვალი და არც მისგან დარჩენილი ნაოჭები.

ნამდვილი სუნამოს ფლაკონი მინისაა, სუფთა და გლუვი ზედაპირით. ასევე სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების პლასტმასის კოლოფებიც ერთი ფერის, სუფთა პლასტმასისგან უნდა იყოს დამზადებული.

იაფფასიან სუნამოს მარტივად ამოიცნობთ, თუ კარგად დააკვირდებით უშუალოდ სითხეს _ კარგი ხარისხის სუნამოს ღია, გალა ფერი აქვს, ის სუნამოები კი, რომლებსაც ბაზრობებზე ორიგინალებად ასაღებენ, ძალიან მკვეთრი ფერისაა და თუ მზის შუქზე შეხედავთ, იმასაც შეამჩნევთ, რომ ფლაკონში მღვრიე სითხე ასხია.

დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი წამოგებულა გამყიდველების ხრიკზე _ როცა კენზოს სუნამოს 15 ლარად გთავაზობენ და თქვენი ირონიული ღიმილის დანახვაზე, თითქოსდა საიდუმლოდ შემოგაპარებენ, რომ ეს, რა თქმა უნდა, ფალსიფიცირებული, თორემ 60-ლარიანი ორიგინალი აგერ, ცალკე აქვთ გადანახული _ არ დაიჯეროთ! `ცალკეციგივე ყალბი დევს და უმჯობესია იქაურობას სასწრაფოდ გაეცალოთ.

იმისათვის, რომ ფალსიფიკაციას აარიდოთ თავი და ეჭვი არ გეპარებოდეთ ხარისხში, უმჯობესია, სუნამო და სხვა სახის პარფიუმერია სპეციალურ მაღაზიებში შეიძინოთ, სახის მოვლის საშუალებები კი _ აფთიაქებში. მართალია, ბაზართან შედარებით აქ მეტის გადახდა მოგიწევთ, მაგრამ სამაგიეროდ დარწმუნებული იქნებით, რომ ხარისხიანი პროდუქცია შეიძინეთ

აქვე განწყობისთვის, რამოდენიმე საუკეთესო სუნამოს, საუკეთესო (კარგი – მაინც) რეკლამა:









და

5 коммент.:

Анонимный комментирует...

მშვენიერი ინფორმაციული პოსტია :) თან პატენტებს შტრიხკოდიც განსხვავებული აქვს

iako.lifestyle комментирует...

მადლობა სტუმრობისთვის და სასიამოვნო კომენტარისთვის :) :*

gio комментирует...

ramodenime firmaa romelsac originali parfum_i shemoaqvs qartul bazarze... ertetrti FM_Group _ia me misi momxmarebeli var da garwmunebt rom misis ara kmayoplili aramed agfrtovanebuli darchebit

nani tsulukidze комментирует...

madloba kargi rCevistvis

iako.lifestyle комментирует...

არაფრის ნანი :) პირიქით მადლობა, რომ გვესტუმრე :)

Отправить комментарий