
დღეს ბაზარზე ბლომად იყიდება ფალსიფიცირებული პარფიუმერიული ნაწარმი საკმაოდ მაღალ ფასად, თუმცა მაღალი ფასი ხარისხის გარანტი სულაც არ არის. თუკი რომელიმე პარფიუმერიული ნაწარმის შეძენა გსურთ, იმისათვის, რომ სახლში უხარისხო და უვარგისი საქონელი არ მიიტანოთ, გირჩევთ: ყალბის ორიგინალისაგან გარჩევა შეფუთვითაა შესაძლებელი _ უპირველეს ყოვლისა, ყურადღებით წაიკითხეთ სუნამოს ან კრემის დასახელება, ხშირად მათი მწარმოებლები თავიანთ ნაწარმს ბრენდებთან მიახლოებულ სახელებს არქმევენ, მაგალითად, Nivea-ს ნაცვლად Nivёa, Dove-ს _ Dave, j`adore-ს ნაცვლად jadore და ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ პატენტებს ზუსტად იმავე შრიფტით აწერია, როგორითაც ნამდვილ ბრენდულ ნაწარმს,...