
თეონას და ელდარის ქორწილი მენდელსონის მარშით დაიწყო… წყვილი ვალსს ცეკვავდა, უცებ მუსიკა შეწყდა, სტუმრები აფორიაქდნენ. ამ დროს კი ნეფემ მაიკლ ჯექსონის ცნობილი აქსესუარები _ ცილინდრი, სათვალე და სიგარა მოიმარჯვა, ჩაირთო ჯექსონისვე ცნობილი სიმღერა და ნეფე-პატარძალმა, მოცეკვავეების ჯგუფთან ერთად, ჯექსონის პოპულარული ცეკვა შეასრულა. ამის შემდეგ იყო სხვადასხვა სახის შოუ, განსხვავებული სადღეგრძელოები და კონკურსები. ყველაზე მეტად სტუმრებს ლექსების კონკურსი დაამახსოვრდათ, მონაწილეები ერთმანეთს ნეფე-პატარძალზე მიძღვნილი ლექსებით გაეჯიბრნენ. გამარჯვებულს წყვილმა მათ მიერვე დაწესებული პრიზი გადასცა. გამორჩეული იყო ცეკვის კონკურსიც. ამ დროს მელოდია სწრაფად...