
ინგა გეგეშიძისა და ნიკოლოზ ნასარაიას "ლავსთორი" კურიერის ერთ-ერთი, საღამოს გამოშვებიდან დაიწყო, სადაც ახალი ქართული სოციალური ქსელის, ფაცე.გე-ს შესახებ საუბრობდნენ. "მეორე დღესვე სასწრაფოდ შევქმენი გვერდი ამ საიტზე, ძალიან მაინტერესებდა, რა იქნებოდა...” – იხსენებს ინგა. ის იყო ქსელიდან გამოსვლას აპირებდა, რომ ნიკამ მისწერა _ აღმოჩნდა, რომ კურიერისთვის მასაც უყურებია. `არ ველოდი, მაგრამ რაღაც უცებ აგვეწყო საუბარი, მერე აღმოჩნდა, რომ 10 წლის წინ გავიცანით ერთმანეთი... ნათესავის მეგობარი იყო და მასთან ხშირად ვხვდებოდით”. პირველი პაემანი მიმოწერიდან 2-3 დღეში შედგა. მას შემდეგ, ინგას თქმით, ყველაფერი ჩვეულებრივად განვითარდა და დადგა დრო ხელის თხოვნისა....