თამუნასა და მუხრანის სიყვარულის ისტორია უჩვეულოდ დაიწყო _ თამუნას დაბადების დღეს მისმა მეგობარმა თამუნას ტელეფონით თანაკლასელს, მუხრანის დაურეკა რაღაც საქმეზე. მერე მუხრანმა დარეკა, მაგრამ ამ დროს მეგობარი უკვე წასული იყო და ზარს თამუნამ უპასუხა. ასე გაიცნეს პირველად ვირტუალურად ერთმანეთი.
შემდეგ მუხრანს მისი თანაკლასელისა და ამავდროულად თამუნას მეგობრის ტელეფონში თამუნას ფოტო უნახია... სწორედ ამის შემდეგ გააქტიურდა. ხშირად წერდა SMS-ებს... თავიდან თამუნა არ პასუხობდა, თუმცა მალე შეიცვალა დამოკიდებულება და თითქმის ერთი წლის განმავლობაში ისე “მესიჯობდნენ”, რომ ერთმანეთს არ იცნობდნენ.
მომდევნო წელს თამუნას დაბადების დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. მეორე დღეს კი იგი სწორედ “იმ მეგობართან” ერთად სეირნობდა. შემთხვევით მათ მუხრანი შეხვდათ და მათ უკვე რეალურად გაიცნეს ერთმანეთი. შემდეგ ყველაფერი ისე იყო, როგორც ხდება ხოლმე _ პაემნები, საჩუქრები და ა.შ. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ისინი გაიპარნენ... ორივეს ოჯახი მალევე შეეგუა შვილების გადაწყვეტილებას და ე.წ. “შერიგებაც” შედგა.
ქორწილი მალე გადაიხადეს. თამუნას თეთრი კაბა ეცვა ღრმა დეკოლტეთი, კორსეტი თეთრი მძივებით იყო გაფორმებული. ვარცხნილობა კი სალონში შეარჩიეს კაბის მიხედვით. რაც შეეხება მუხრანს, მან უპირატესობა მიანიჭა ტრადიციულ შავ შარვალ-კოსტიუმს თეთრი პერანგით. დარბაზი განსაკუთრებულად არ გაუფორმებიათ, მხოლოდ ნეფე-პატარძლის კუთხე შეცვალა დედამთილმა.
ქორწილი ტრადიციული იყო, თამადით და ტრადიციული მუსიკალური გაფორმებით. მუხრანი ისე იყო დაბნეული, რომ დარბაზში შემოსვლისას თითქმის დარბოდა და საბოლოოდ თამუნას სკამზე დაჯდა.
ქორწილის დასასრულს მუხრანის მამის მეგობრებმა ნეფე-პატარძალს სიურპრიზი მოუწყვეს _ გრანდიოზული ფეიერვერკი.
თამუნასა და მუხრანს ჰყავთ პატარა სესილი, რომელიც უკვე რვა თვისაა.
თამუნა ტაკიძე და მუხრან ღოღობერიძე
0 коммент.:
Отправить комментарий