ზურას და თეონას ხუთწლიანი სიყვარული აკავშირებთ. ერთმანეთი საერთო ნაცნობის დაბადების დღეზე გაიცნეს. ზურა თავდაპირველად ანონიმურ მესიჯებს წერდა. თეონამ მალევე გაიგო ანონიმური თაყვანისმცემლის ვინაობა და პირველი შეხვედრაც შედგა. “ჯერ ერთმანეთის მიმართ სიმპათია გაგვიჩნდა, შემდეგ კი ზურა სიყვარულში გამომიტყდა… ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, როგორც შეყვარებულობის პერიოდში ხდება ხოლმე – შეხვედრები, ტელეფონით კონტაქტი, საჩუქრები, სიურპრიზები და ა.შ.”
ერთ საღამოს თეონას ზურამ სახლში დაურეკა და სთხოვა, აივანზე გასულიყო. აივნიდან ზურა დაინახა მეგობრებთან ერთად, რომლებიც ფიალებით ხელში მუხამბაზს უმღეროდნენ…
თეონა უკვე ზურას მეუღლეა. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ზურამ თეონას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, თეონა სტუმრად აპირებდა წასვლას და უარი უთხრა. გზაზე ზურა მაინც შეხვდა და ნათესავთან მიყვანა შესთავაზა. თუმცა, სულ სხვა გზით წავიდა, მიზეზად კი მართვის მოწმობის არ ქონა მოიფიქრა, საპატრულოს თანამშრომლებს თავს ვარიდებ, მეორე გზით გაგიყვანო, მოატყუა.. მალე მეორე გზასაც აუარეს გვერდი და მაშინღა გაიგო თეონამ, რომ მოიტაცეს. თავიდან, რა თქმა უნდა, ინერვიულა და ბევრიც იტირა, თუმცა მალევე შეეგუა ბედს, მით უმეტეს, რომ ზურასთან დიდი სიყვარული აკავშირებდა.
ამ დღეს ზურას ოჯახში მეორე რძალიც შევიდა, მისმა ძმამაც იმავე დღეს შეირთო ცოლი. ქორწილი საინტერესო გამოვიდა, რადგან ორივე წყვილმა ერთ დღეს იქორწინა. პატარძლებმა ერთმანეთი ქორწილამდე გაიცნეს, მაშინ, როცა მეუღლეების ნათესავთან შეხვდნენ ერთმანეთს და რამდენიმე დღეს იქ ერთად ცხოვრობდნენ.
თეონამ საქორწინოდ თეთრი, სადა კაბა შეარჩია, თუმცა, შერჩეული კაბა მეტისმეტად უბრალო აღმოჩნდა და ქორწილის დღეს სულ სხვა კაბა ჩაიცვა. შეიცვალა ვარცხნილობაც.
წყვილები დარბაზში ერთდროულად, ფეიერვერკის ფონზე შევიდნენ. ქორწილის დღეს, ნეფე-პატარძლის კუთხე ორმა წყვილმა დაიკავა. ამისთვის თადარიგი წინასწარ დაიჭირეს და კუთხე გაადიდებინეს.
ქორწილი ძალიან საინტერესო გამოვიდა. დასამახსოვრებელი იყო თეონას კლასელების მიერ მომზადებული სიურპრიზი _ ყველა კლასელი ნეფე-პატარძლის წინ ანთებული ფიალებით ხელში მღეროდა.
წყვილმა ჯვარი ქორწილის მეორე დღეს, საკათედრო ტაძარში დაიწერა. თეონას უნდოდა ჯვრისწერისას საპატარძლო კაბაში ყოფილიყო, თუმცა, ცრურწმენის გამო, კაბა მეორედ აღარ ჩააცვეს. ჯვრისწერის შემდეგ ტორტიც გაჭრეს და სახლში მალევე დაბრუნდნენ. რამდენიმე საათში ზურას მეგობრებმა თეონა და ზურა თხილნარში, ჩანჩქერზე დაპატიჟეს. არც თეონას მეგობრების წაყვანა დავიწყებიათ. დრო მხიარულად გაატარეს და სახლში შუა ღამით დაბრუნდნენ.
ზურა მალაყმაძე და თეონა ტეტემაძე
0 коммент.:
Отправить комментарий