ნაბახუსევს, ანუ როგორ ვებრძოლოთ “პახმელიას”

ახალ წელს ყველა სხვადასხვანაირად აღვნიშნავთ, ზოგი ოჯახში, ზოგიც მეგობრებთან.. აქ კი პირდაპირ საქმეზე გადავალ და დავამატებ, რომ ნებისმიერ ვითარებაში – ახალი წელი ალკოჰოლის გარეშე, წარმოუდგენელია! არავისთვისაა საიდუმლო, რომ ახალი წლის დღეებში სხვადასხვა უგემრიელეს კერძთან ერთად, ზღვა რაოდენობის ალკოჰოლს ვღებულობთ და ამ ყველაფრის შემდეგ საშინელი თავის ტკივილი, პირის სიმშრალე და სხვა უსიამოვნო რაღაცეები გვაწუხებს... მერე საკუთარ თავთან აუცილებლად ვდებთ პირობას, რომ აღარასოდეს აღარ დავლევთ, მაგრამ როგორც კი ჭიქა Nemiroff-ს შემოგაჩეჩებენ ხელში, იმ წამსვე გავიწყდება პირობა და მერე ყველაფერი მეორდება. დღევანდელი რჩევებიც სწორედ ე.წ. პახმელიასთან ბრძოლისთვისაა...

ახალ წელს მხიარულად რომ შევხვდეთ...

ახალი წელი ის დღესასწაულია, როცა ყველა რაღაც საოცრებას ელოდება და გულის სიღრმეში მაინც სჯერა, რომ თოვლის ბაბუა მოვა და ყველაზე სანუკვარ სურვილებს აუსრულებს. ყველა, დიდი თუ პატარა ოცნებობს, წელიწადში ერთხელ მაინც დაივიწყოს პრობლემები და ეს დღე განსაკუთრებულად გაატაროს.ნათქვამია, ახალ წელს როგორც შეხვდები, ისე გაატარებ მთელ წელსო. ამიტომ, ახალი წლის ღამე ნათელ და დასამახსოვრებელ დღესასწაულად აქციეთ, ისეთად, ემოციები მთელ წელს რომ გაგყვეთ.ახალგაზრდებს ახალი წლის გარეთ გატარება ურჩევნიათ, თუმცა მშობელთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ახალ წელს მთელი ოჯახი ერთად უნდა შეხვდეს. თუმცა წინასწარ ნუ ჩაიქნევთ ხელს, თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვინც 12 საათზე სახლში...

როგორ და სად შევიძინოთ საახალწლო ნაძვის ხე

ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება, ნაძვის ხე კი ბევრს თქვენგანს – ჯერაც არ შეუძენია. იმის გარკვევაში, თუ სად და რა ფასად შეიძლება კარგი ნაძვის ხის შეძენა, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ. პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტოთ, ხელოვნური ნაძვის შეძენა გსურთ თუ ბუნებრივის. მე ხელოვნურს გირჩევთ და საამისოდ რამდენიმე არგუმენტიც მაქვს _ ზოგადად იგი უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ყოველ წელს შეძენილი ახალი, ნამდვილი ნაძვი, იგი, მრავალ ახალ წელს გემსახურებათ. ასევე ბუნებრივისგან განსხვავებით, ხელოვნური ნაძვი უფრო "შეფოთლილია" და გაცილებით უფრო ლამაზად გამოიყურება. ნურც ეკოლოგიური საკითხი გამოგრჩებათ ყურადღებიდან _ თქვენი ახირების გამო ყოველწლიურად უამრავი ნაძვი იჩეხება და...

იდეალური საცივი

საახალწლო სუფრა ქართული ტრადიციული საცივის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომაც, დღეს "იდეალური საცივის" რეცეპტს შემოგთავაზებთ _ მისი დამზადების წესებზე ქალბატონი მერი სურმანიძე გვესაუბრა.ინდაური ან დედალი (აუცილებლად) მოხარშეთ თუჯის ან ემალის ქვაბში, შემდეგ წყლიდან ამოიღეთ, გააგრილეთ (თორემ ცხელი დაიშლება), დაჭერით ნაჭრებად და შეინახეთ. ქათმის ნახარშ, თბილ წყალში გახსენით წვრილად გატარებული ნახევარი კგ. ნიგოზი _ ნიგოზი უნდა იყოს ქართული, თეთრი და არა შავი, კერძმა ფერი რომ არ შეიცვალოს. მანამ, სანამ ნიგოზს ნახარშში გაურევდეთ, ნიგოზს, გატარებისას, დაუმატეთ ერთი (არა სავსე) ჩ/კ ხმელი ქინძი, ხმელი სუნელი, ზაფრანა ანუ ყვითელი ყვავილი. ცალკე უნდა გაატაროთ...

საახალწლო ვარსკვლავი – თქვენი ხელით

დღეს ბაზარზე ნაძვის ხის სათამაშოების დიდი არჩევანია, მაგრამ ყოველთვის შეიძლება რაიმე განსაკუთრებულისა და ორიგინალურის გაკეთება. დღეს შემოგთავაზებთ იდეას, რომელსაც ერთ-ერთ საიტზე გავეცანი. საახალწლო ვარსკვლავის შესაკერად დაგჭირდებათ 15-სმ-იანი კვადრატის ფორმის, ნებისმიერი ფერისა თუ ტექსტურის ქსოვილი (2 ც) ოქროსფერი ფერი ძაფი და ფერადი ბუსები.ქსოვილზე ფანქრით მოხაზეთ ვარსკვლავის ან გულის ფორმა, შემდეგ ქსოვილის ორივე ნაჭერი დაადეთ ერთმანეთს და გამოჭერით ნახაზი, ნახევარი სანტიმეტრით იმაზე დიდი, ვიდე ნაძვის ხის სათამაშოს რეალური ზომა უნდა გამოვიდეს. შემდეგ ნემსითა და ძაფით შემოუარეთ ნახაზს და დატოვეთ ერთი სანტიმეტრის სიგრძის ნარღვევი. ამოატრიალეთ...

როგორ შევარჩიოთ საახალწლო სურსათი

ახალი წლის ღამეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციული მაგიდაა. ამიტომ შევეცდები გირჩიოთ როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად ”საახაწლო სურსათი”.საახალწლო მაგიდაზე მთავარი ადგილი გოჭს უკავია და როგორც ბაზრობაზე მითხრეს, მისი შეძენისას უპირველესად ყურადღება უნდა მივაქციოთ აქვს თუ არა ერთგვარი ბეჭედი, რაც ნიშნავს, რომ ლაბორატორიაში შემოწმებულია და ვარგისიანია. რაც შეეხება ხორცის გემოს, გამყიდველი ეთერ შანიძე ამბობს, რომ ყველაზე გემრიელი ხორცი შავ-ჭრელ გოჭს აქვს და მისი გამორჩევა ფერით შეგიძლიათ. ან დააკვირდით ჩლიქებზე შემორჩენილ ბეწვს, ის აუცილებლად შავი უნდა იყოს. ალბათ სწორედ ამ უპირატესობის გამო შავ-ჭრელი გოჭი დანარჩენებთან შედარებით 5-10 ლარით ძვირი...

გაცივება რომ ავიცილოთ თავიდან

ზამთარიც დადგა და მიუხედვად უჩვეულო სითბოსი, გაციების რისკიც გაიზარდა. ყელის ტკივილი, მაღალი სიცხე და ხველა _ ჩვენი თუ არა, ოჯახის რომელიმე წევრის მეგზური მაინც ხდება თითქმის მთელი ზამთრის განმავლობაში. თან გაციება ისეთ დროს ”გვეწვევა”, მისთვის ნამდვილად რომ არ გვცალია, არც სახლში ყოფნის და ბოლომდე გამოჯანმრთელების საშუალებას გვაძლევს დატვირთული გრაფიკი და ვერც უეცრად მოსულ თოვლში ”ხელების ფათურისგან” ვიკავებთ თავს.ოჯახის ექიმი, ნინო კვაჭაძე გვირჩევს, თუ როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი და თავიდან ვიცილოთ გაციება. `პირველ რიგში, უნდა მოერიდოთ ჩაკეტილ სივრცეს, ხშირად გაანიავეთ ოთახი, სადაც იმყოფებით. განსაკუთრებით აუცილებელია საძინებელი ოთახის განიავება....

ფეხსაცმლის მოვლა

სწორი მოვლა და შენახვა ფეხსაცმლის გამოყენების ვადას საგრძნობლად ახანგრძლივებს. სხვადასხვა მატერია სხვადასხვაგვარ მოვლას საჭიროებს, სწორედ ამაზე ვისაუბრებთ სტატიაში.ზამშის ფეხსაცმლის გაწმენდისას აუცილებლად სპეციალური საშუალება და რეზინის ჯაგრისი უნდა გამოიყენოთ. ცხიმიანი ლაქების მოსაშორებლად კი სპეციალური ქიმიური საშუალება გამოიყენება. უკვე გაწმენდილ ფეხსაცმელს წაუსვით ზამშის საღებავი და გაშრობის შემდეგ მშრალი ჯაგრისით გაწმინდეთ.ტყავის ფეხსაცმელიც გახდის შემდეგ რეზინის ჯაგრისით უნდა გაწმინდოთ, შემდეგ კი თხლად გადაუსვით ფეხსაცმლის კრემი. 3-5 წუთის შემდეგ ჩვეულებრივი ჯაგრისით ან ბეწვიანი ნაჭრით გაწმინდეთ. ფეხსაცმელი თუ გაქექილი ან დაზიანებულია,...

მამაკაცი და სტილი

ადამიანების უმრავლესობას აქვს მოთხოვნილება, გამოიყურებოდეს კარგად, რათა მოსწონდეს გარშემომყოფებს და განსაკუთრებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს. თუმცა, გემოვნებიანად და სტილურად ჩაცმა რატომღაც მარტო ქალების საქმედ მიაჩნიათ, არადა, ის მამაკაცებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.ხშირად ისმის კითხვა: როგორი მამაკაცები მოსწონთ ქალებს? გეტყვით, რომ ქალებს გემოვნებით ჩაცმული, სტილური მამაკაცები მოსწონთ და ამისთვის სულ არაა აუცილებელი მოდის ყველა სიახლეს მიჰყვეთ და ყველაფერი შეისყიდოთ. მამაკაცმა თავისი სტილი უნდა იპოვოს და ჰარმონიული იმიჯი შექმნას, უბრალოდ საჭიროა გქონდეთ ამის სურვილი და ცოტა ინფორმაციაც. შევეცდები ამ ინფორმაციის ნაწილი მოგაწოდოთ,...

ახალი წელი _ ახალი ცხოვრების დასაწყისი

`ალბათ არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით... თავიდან ვმეგობრობდით, მერე ინტენსიურად დავიწყეთ მიმოწერა და მივხვდი, რომ ძალიან მივეჩვიე, მიუხედავად იმისა, რომ არ მყავდა ნანახი...~ _ ამბობს ნატა.ერთმანეთს პირველად პირველ იანვარს შეხვდნენ და იმ დღესვე მიხვდნენ, რომ ერთმანეთი უყვარდათ... 2010 წლის პირველი დღე სიახლით დაიწყეს...ყველაფერი მშვიდად და ტრადიციულად წარიმართა _ სამ თვეში ნიშნობა გაიმართა, მერე კი მალევე იქორწინეს. ქორწილისთვის კოტემ შავი შარვალ-კოსტიუმი შეარჩია თეთრი პერანგით, ნატამ კი საპატარძლო კაბის დიზაინი თვითონვე მოიფიქრა და შეაკერინა _ `სადა და უბრალო მინდოდა ყოფილიყო, ყოველგვარი ზედმეტი დატვირთვის გარეშე....

მთავარია ელეგანტურობა

არასასურველი კილოგრამები ქალის ყველაზე დიდი საფიქრალია. სწორედ ამიტომ, დიეტოლოგები და მოდური გამოცემები მუშაობენ ახალ-ახალ დიეტებზე, რომლებიც სულ უფრო და უფრო ზღუდავს რაციონში ცხიმს, მარილს, ხორცს, შაქარს, ტკბილეულს, ალკოჰოლს და ა.შ. შედეგად კი გემრიელ კერძებს მანდილოსნები უფრო და უფრო იშვიათად მიირთმევენ.თუმცა, ელეგანტურობა სულაც არ გულისხმობს იდეალურ ფიგურას და ელეგანტურობისთვის სულაც არ გჭირდებათ იყოთ 90*60*90-ზე, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში აღიარებული ყველა სტილური ქალი ასევე შედის მსოფლიოს ათ ყველაზე მოხდენილ ქალთა სიაში.იდეალური ფიგურის არ ქონა არ უნდა გახდეს გარკვეული კომპლექსების საფუძველი. სტატისტიკის მიხედვით, ქალების მხოლოდ 5%-ს...

Pages 371234 »

 
TOP.GE