ნაბახუსევს, ანუ როგორ ვებრძოლოთ “პახმელიას”

ახალ წელს ყველა სხვადასხვანაირად აღვნიშნავთ, ზოგი ოჯახში, ზოგიც მეგობრებთან.. აქ კი პირდაპირ საქმეზე გადავალ და დავამატებ, რომ ნებისმიერ ვითარებაში – ახალი წელი ალკოჰოლის გარეშე, წარმოუდგენელია! არავისთვისაა საიდუმლო, რომ ახალი წლის დღეებში სხვადასხვა უგემრიელეს კერძთან ერთად, ზღვა რაოდენობის ალკოჰოლს ვღებულობთ და ამ ყველაფრის შემდეგ საშინელი თავის ტკივილი, პირის სიმშრალე და სხვა უსიამოვნო რაღაცეები გვაწუხებს... მერე საკუთარ თავთან აუცილებლად ვდებთ პირობას, რომ აღარასოდეს აღარ დავლევთ, მაგრამ როგორც კი ჭიქა Nemiroff-ს შემოგაჩეჩებენ ხელში, იმ წამსვე გავიწყდება პირობა და მერე ყველაფერი მეორდება. დღევანდელი რჩევებიც სწორედ ე.წ. პახმელიასთან ბრძოლისთვისაა განკუთვნილი და აი ისინიც:


არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ არანაირი სპირტიანი სასმელი და არც "ქარვისფერი ჯადოსნური სითხე", სახელად ლუდი... იგი მხოლოდ მოჩვენებით გამოასწორებს თქვენს მდგომარეობას, შემდეგ კი ერთი-ათასად შეგაბრუნებთ.
არც ფინჯანი ყავის დალევას გირჩევთ, ისიც ანალოგიური უკუეფექტით ხასიათდება.
დაუოკებელი წყურვილის, ე.წ. სუშნიაკის მოშორება, კიდევ უფრო ადვილია. როგორც წესი ნაბახუსევს, ბორჯომს და სხვა მინერალურ წყლებს სვამენ – ეს ძალიან კარგი საშუალებაა, ოღონდ იგი აუცილებლად გაზგასული უნდა მიიღოთ. თურმე ძალიან კარგი ყოფილა თუ გაზგასულ მმინერალურ წყალში, ლიმონსა და თაფლს ჩააწუწავთ, მიირთვით მუქი, ტკბილი ჩაი ან ნებისმიერი სახის ციტრუსის წვენი. ყელის სიმშრალისა და წყურვილის დროს, ხშირად სვამენ მჟავე კიტრის ან კომბოსტოს წვენს, რაც საკმაოდ ეფექტურია, თუმცა ძალიან არასასიამოვნო დასალევია, ამიტომაც მე, მაინც ზემოთ ჩამოთვლილ სითხეებს გირჩევთ.
თავის ტკივილის გაქრობა, ყველაზე მარტივია. ამის მიზეზი (როგორც ერთ-ერთი სამედიცინო საიტიდან გავიგე) – სისხლძარღვების გაფართოებაა, ამიტომაც თქვენი მთავარი მიზანია მათი შევიწროვება – გაცივების გზით. ჩაყარეთ ყინულის კუბიკები, (ან ნებისმიერი ძალიან გაყინული პროდუქტი მაცივრიდან) პოლიეთილენის პარკში და მიიდეთ თავზე. ამ დროს აუცილებელია დასვენება და სრული სიჩუმე.
თუ არაფერმა არ გიშველათ, ცხელი (35-37°С) აბაზანა სინჯეთ, ამბობენ აბაზანის ტემპერატურის ცვლაც – ძალიან ეფექტურიაო. გარდა ამისა გამოძინების შემდეგ ჩაატარეთ, რიგი ფიზიკური აქტივობებისა – ეს დაეხმარება თქვენს ორგანიზმს, დარჩენილი ალკოჰოლის ათვისებაში და სხეულის დეტოქსიფიკაციას;).
ამის შემდეგაც უკვე ვიზუალურ მხარეს უნდა მიხედოთ, სახე ცხელ წყალში დასველებული პირსახოცით გაიწმინდეთ, ეს სახეზე ფერს მოგცემთ. დასივებულ თვალებს კი ჩაის კომპრესები უშველის – ჩაის უბრალო პაკეტები, დააყენეთ ცხელ წყალში, ამოიღეთ, ცოტა დააცადეთ და დახუჭულ თვალებზე დაიდეთ. კარგი იქნება თუ 30 წამის განმავლობაში თვალებს ამოძრავებთ მარჯვნივ და მარცხნივ.
ამ ყველაფრის შემდეგ, ნამდვილად მოხვალთ ჯანზე, მთავარია შემდეგში ალკოჰოლის რაოდენობა მოზომოთ:)
ახალ წელს გილოცავთ მეგობრებო!
მრავალს დაესწარით!

1 коммент.:

Анонимный комментирует...

au, kiii! zustad amas vedzebdi!
tkven gaixareeet!

Отправить комментарий