არასასურველი კილოგრამები ქალის ყველაზე დიდი საფიქრალია. სწორედ ამიტომ, დიეტოლოგები და მოდური გამოცემები მუშაობენ ახალ-ახალ დიეტებზე, რომლებიც სულ უფრო და უფრო ზღუდავს რაციონში ცხიმს, მარილს, ხორცს, შაქარს, ტკბილეულს, ალკოჰოლს და ა.შ. შედეგად კი გემრიელ კერძებს მანდილოსნები უფრო და უფრო იშვიათად მიირთმევენ.
თუმცა, ელეგანტურობა სულაც არ გულისხმობს იდეალურ ფიგურას და ელეგანტურობისთვის სულაც არ გჭირდებათ იყოთ 90*60*90-ზე, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში აღიარებული ყველა სტილური ქალი ასევე შედის მსოფლიოს ათ ყველაზე მოხდენილ ქალთა სიაში.
იდეალური ფიგურის არ ქონა არ უნდა გახდეს გარკვეული კომპლექსების საფუძველი. სტატისტიკის მიხედვით, ქალების მხოლოდ 5%-ს აქვს იდეალური ფიგურა. თუ თქვენ მათ შორის ხართ, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ, თუ არადა, ნურც მასზე ინაღვლებთ. მართალია, ფიგურის გამოსწორების ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ ის დიდ ძალას და ნებისყოფას მოითხოვენ, შედეგი კი არც ისე სრულყოფილია. ამ ყველაფერს ადვილად გამოასწორებთ სწორად შერჩეული სამოსით.
სასურველი შედეგის მისაღწევად ჯერ ობიექტურად შეაფასეთ თქვენი მონაცემები, უხეშად რომ ვთქვათ, დაადგინეთ სხეულის რომელი ნაწილი უნდა გამოჩნდეს და რომელი დაიფაროს. შემდეგ კი სწორად შეარჩიეთ სამოსი (ფერი, სილუეტი, სიგრძე, ხაზები, პროპორციები), ამაში ჩვენი რუბრიკის სტატიებიც გაგიწევთ ერთგვარ დახმარებას. ფიგურის შეცვლა ნამდვილად გაგიჭირდებათ, მაგრამ სწორად შერჩეული სამოსის დახმარებით შეძლებთ ვიზუალურად მაინც შეცვალოთ იგი. მთავარი საიდუმლო იმაშია, რომ სხეულისა და სამოსის პროპორციები უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. და ასევე, არ დაგავიწყდეთ ელეგანტურობის რამდენიმე "კანონი" _ ნუ ჩაიცმევთ დეკოლტეს და მინის ერთდროულად, ხაზი გაუსვით ან ლამაზ ფეხებს, ან მკერდს, ორივე ერთად ვულგარულად მიიჩნევა. ასევეა მაკიაჟიც _ თუ გინდათ თვალები გამოკვეთოთ, ტუჩები მსუბუქად შეიღებეთ და პირიქით.
0 коммент.:
Отправить комментарий