scrapbooking _ ლამაზი და საჭირო ჰობი

scrapbooking _ ალბომების შექმნის ხელოვნებაა, უფრო სწორად ალბომის თითოეული გვერდის გაფორმების. ძირითადად ასეთ ალბომებში ოჯახის წევრების ფოტოსურათებს, ძვირფას წერილებს და მისალოც ბარათებს ინახავენ. რატომ დავვინტერესდი ამ ხელოვნებით: სულ ახლახან აღმოვაჩინე, რომ ძალიან ძნელია ლამაზი ფოტოალბომის შოვნა ფოტომაღაზიებში. ხშირად მსმენია, რომ საქორწინო ფოტოალბომები ძალიან ცუდი გაფორმებულია, საოჯახო ალბომები კი ზედმეტად მოსაწყენი. ჰოდა, ძვირფასო გოგონებო! ეს ხელსაქმე სწორედ მსგავსი "მნიშვნელოვანი წვრილმანებისთვისაა".
scrapbooking-ით ბევრი ადამიანია გატაცებული საზღვარგარეთ, ამას ისიც მოწმობს, რომ ინტერნეტში უამრავი ბლოგი, საიტი და ვიდეოგაკვეთილის შოვნა შეიძლება ამ თემაზე. ყველაზე დიდი არჩევანი საალბომე იდეებისა, შეგიძლიათ ყოუტუბე.ცომ-ზე დაძებნოთ.
თუ გსურთ, რომ სცრაპბოოკინგ-ით თქვენც დაკავდეთ, შემდეგი ინვენტარით უნდა შეიარაღდეთ: ძალიან ბევრი სხვადასხვა ფერის, სისქისა და ტექსტურის ქაღალდი, წვრილი ფერადი ბაფთები, ყველა სახის სტიკერი, წებო, სახაზავი, მაკრატელი და დიდი ნებისყოფა. დასაწყისისთვის სავსებით საკმარისია!

აი ლინკები, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ გაერკვეთ ამ ხელოვნების არსში და შეიძება რამოდენიმე შესანიშნავი იდეაც მოგაწოდოთ:)





4 коммент.:

Анонимный комментирует...

ეს არის ერთ-ერთი საინტერესო ხელოვნება,რომლისადმი ინტერესიც ჩემი ფერადოვანი ბავშვობიდან მომყვება :)მადლობა თქვენ სასიამოვნო სტიმულისათვის ;) პ.ს_მინდა ახლაც შევურიო ჩემს ცხოვრებას ფერადი ფერები :)

khatia.Lifestyle комментирует...

მადლობა შენ!.. შემოგვიარე ხოლმე, იქნებ კიდე წააწყდე რამე შენთვის საინტერესოს ;-)

lika комментирует...

უკაცრავად თბილისში ეს ილუსტრირებული ქაღალდები სად იშოვება ხომ არ იცით შემთხვევით?

iako.lifestyle комментирует...

ლიკა თბილისში სპეციალურად სქრაფბუქინგის მაღაზია არ შემხვედრია და არც ბთუმში, საკანცელარიო მაღაზიები უნდა დაათვალიერო, აი სულ რომ არ ელოდები ისეთ საინტერესო გასაფორმებელ რაღაც–რუღაცეებს იპოვი :)

Отправить комментарий