
ყველა გოგონა ოცნებობს იმ დღეზე, როცა თავისი ოცნების სადედოფლო კაბას მოირგებს. იმისათვის, რომ ქორწინების ცერემონიამ ყოველგვარი ხარვეზის გარეშე ჩაიაროს, აუცილებელია ყველა დეტალი იდეალურად იყოს გათვლილი. ჩვენი დღევანდელი რჩევები პატარძლის საქორწინო ფეხსაცმელს შეეხება. ქორწილის დღეს პატარძალს უამრავი რამის კეთება უწევს, ყველაზე მცირე დისკომფორტსაც კი შეუძლია მთელი დღე ჯოჯოხეთად აქციოს, ამიტომ ამ დღისთვის განსაკუთრებით კომფორტული ფეხსაცმელი უნდა შევარჩიოთ. ის, რომ ფეხსაცმელი ნატურალური ტყავისა ან ნებისმიერი სხვა ხარისხიანი მატერიისგან უნდა იყოს დამზადებული და აბსოლუტურად უნდა ეხამებოდეს სადედოფლო კაბას, ისედაც ცხადია. იგი ასევე მსუბუქიც უნდა იყოს...