როგორ მივაწოდოთ ბავშვს მედიკამენტები

დედამ არასოდეს არ უნდა შეაშინოს ბავშვი არც წამლით და არც ნემსით. მაგალითად, როცა დედა ურჩობისას ბავშვს ნემსის გაკეთებით ან წამალს დალევინებით მუქრება _ ეს ძაბავს პატარას და მაშინ, როცა მართლა საჭიროა ნემსის გაკეთება, ბავშვს ძალიან ეშინია და ისტერიას ტეხავს.

ამ პრობლემაზე ბავშვთა ნევროლოგი ირმა ხვიჩია გვესაუბრა, მან ერთგვარი რჩევები და იდეები მოგვაწოდა იმ მშობლებისთვის, რომელთა ბავშვებიც წამლის დალევისას ჭირვეულობენ.

დედას შეუძლია ბავშვი ერთგვარი თამაშებით მართოს _ მიეცით ბავშვს რომელიმე საყვარელი სათამაშო და უთხარით, რომ იგი ავად გახდა და შესთავაზეთ, რომ წამალი ერთად დაალევინოთ. შემდეგ იმავე კოვზით თქვენს პატარასაც შეაპარეთ წამალი, თითქოსდა დათუნიასთვის მაგალითის მისაცემად.

წამლის მიღების დროს ბავშვს წახალისება ყოველთვის სჭირდება _ შესთავაზეთ მას წამლის დალევის ჯილდოდ რაიმე გემრიელი საჭმელი ან საყვარელი ტკბილეული.

ნემსის გაკეთებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთგავარი _ ყურადღების გადატანის მეთოდი (атвликающая терапия). ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადაატანინოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მიახვედროთ, რომ ახლა მას ნემსს გაუკეთებთ და რომ იგი პატარა ჩხვლეტას იგრძნობს. ამასთანავე გაითვალისწინეთ, რომ ბავშვს ბევრი ადამიანი არ უნდა ესეოდეს _ ასეთ დროს იგი ფიქრობს, რომ რაღაც სერიოზული ხდება, ამიტომ ოთახში მაქსიმუმ ორი ადამიანი უნდა იყოს.

ბავშვისთვის ასეთ რთულ მომენტებში აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ახლა მასთან ის ადამიანები არიან, რომლებიც მას უყვარს და ვისგანაც მხარდაჭერას გრძნობს. ნემსის გაკეთებისას შესაძლოა თქვენი პატარა ისევ საყვარელი დათუნიას ჩახუტებამ გაამხნევოს.

სისტემური გადასხმების დროს, რაც ზოგჯერ დიდ ხანს გრძელდება, შესაძლოა ბავშვი დაშინდეს და ამ დროს ვერც საყვარელი დათუნია და ვერც სასიამოვნო მუსიკა ვერ შველის საქმეს. ბავშვთა ნევროლოგის რჩევით, ასეთ დროს უმჯობესია ბავშვს რაიმე დამამშვიდებელი მისცეთ და ყველაფერი გაცილებით მშვიდად ჩაივლის.

მშობლები ზოჯერ ავად მყოფი ბავშვის მოტყუების მიზნით წამალს პურში ან სხვა საკვებში მალავენ და ისე აძლევენ პატარას, რაც არ არის მიზანშეწონილი. `ჩვენ არ ვიცით, თუ რა ქიმიურ რეაქციაში შედის ესა თუ ის წამალი ამ საკვებთან, ამიტომ ყოველთვის ჯობია წამალი დაილიოს წყალთან, კომპოტთან ან რაიმე სხვა ტკბილ სიროფთან და არა შოკოლადთან და ნამცხვართან ერთად" _ გვირჩევს ექიმი.

თუკი ბავშვს ხშირად უწევს ერთი და იმავე წამლის/სიროფის დალევა და ეს მას არ მოსწონს, ყოველ დალევაზე ცვალეთ კოვზი, შესაძლოა გამოიყენოთ სხვადასხვა ფორმისა და ფერის პლასტმასის კოვზებიც. ზოგი მშობელი უბრალო (უნემსო) შპრიცითაც კი ალევინებს ბავშვს წამალს, მაგრამ ხშირად ეს ხერხი უკურეაქციას ახდენს, ბავშვმა შეიძლება იფიქროს, რომ მას ნემსს უკეთებენ.

ასე რომ, ძვირფასო მშობლებო _ თუ გსურთ, თქვენი პატარა მალე გამოჯანმრთელდეს და ამ ყველაფერზე ნაკლებად ინერვიულოთ, გამოიჩინეთ მეტი ფანტაზია და ყველაფერი მშვიდად ჩაივლის.

1 коммент.:

Анонимный комментирует...

Thіs ѕite wаs... how ԁo уou say it?
Relеvant!! Finally I have found somethіng that helped mе.

Cheers!
Also see my web site - prnewswire.com

Отправить комментарий