ენდოგენური მორფინი ანუ ბედნიერების ჰორმონები

სტრესი და დაძაბულობა დღეს ყველა ჩვენგანის მეგზურია, გართობისა და განტვირთვისთვის კი დრო ცოტა გვრჩება. არადა, ოგრანიზმის წახალისება აუცილებელია. სწორედ ამ წამახალისებელ ფუნქციას ასრულებს ქიმიური ნივთიერება _ ენდორფინი (ენდოგენური მორფინი), რომელიც თავის ტვინის მიერ გამოიყოფა მტკივნეული შეგრძნებების შესამცირებლად და დადებით ზეგავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე. თუკი იმის დრო არ გრჩებათ, ომ საყვარელ საქმეს გადააყოლოთ გული, შეგიძლიათ მიირთვათ ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმში ენდორფინების გამოყოფას შეუწყობს ხელს და ასე გაიხალისოთ ცხოვრება.

პომიდორი, ისევე როგორც წითელი ტკბილი პილპილი და სხვა წითელი ფერის პროდუქტები, ადამიანს ენერგიით მუხტავს, თუმცა პომიდორს კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება აქვს, იგი აფერხებს ენდორფინების დაშლას, გაფანტვას, რის შედეგადაც დადებითი განწყობა გვინარჩუნდება;

მწვანე ჩაი, ისევე, როგორც მოცვი, შეიცავს ვიტამინს, რომელიც საგრძნობლად ამცირებს ორგანიზმში სტრესის ჰორმონებს;

რძე შეიცავს იმ კომპონენტებს, რომლებიც უცილებელია, ხასიათის გამაუმჯობესებელი და დამამშვიდებელი ნივთიერების _ სეროტონინის გამოსაყოფად. ასევე რძის პროდუქტებიდან ეფექტურ ანტიდეპრესანტად მიიჩნევენ ყველსა და ხილის იოგურთს.

ზოგადად, ტკბილეული ორგანიზმში ენდორფინების რაოდენობას ზრდის, მაგრამ ამ მხვრივ განსაკუთრებით სასარგებლო საკვებია შოკოლადი, იგი ბუნებრივი წარმოშობის ანტიდეპრესანტებს შეიცავს. ასეთივე პროდუქტია შოკოლადის ნაყინი, რომელიც თავისი შემცველობის ხარჯზე ენდორფინთან ერთად სეროტონინის რაოდენობასაც ზრდის.

სეროტონინის გამომუშავებას ასევე ხელს უწყობს თევზი, ქათმისა და ინდაურის ხორცი.


არსებობს რამდენიმე მარტივი რეცეპტი, რითაც სწრაფად და ეფექტურადაა შესაძლებელი დაღლისა და უხასიათობის მკურნალობა. ხშირად მიირთვით თაფლნარევი რძე და არაჟანი, შეწვით კვერცხის ომლეტი პომიდვრით ან «გაროხით», მიირთვით კარტოფილი სოკოსთან ან ქათმის ფილესთან ერთად, ასევე დამამშვიდებელი ეფექტით ხასიათდება მზესუმზირა და ყველასათვის საყვარელი გოზინაყი.

ენდორფინის რაოდენობას იმ საკვების მიღებაც ამაღლებს, რომელიც თქვენი გემოვნებით ყველაზე გემრიელია, ოღონდ ნუ დაგავიწყდებათ, რომ აქაც ზომიერებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში სარკის წინ ბედნიერი სახითა და რამდენიმე ზედმეტი კილოთი წარსდგებით.

0 коммент.:

Отправить комментарий