ხორცის ხარისხის გამოცნობა

შემდეგი რჩევები ახალბედა დიასახლისებს გამოადგებათ. გამოცდილების არქონის გამო ბაზრობაზე შესაძლებელია უვარგისი ხორცი შემოგასაღონ. მსგავსი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა კულინარიულ წიგნში დავძებნე რამდენიმე რჩევა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

საქონლის ხორცი მაღალი ხარისხისაა და გემრიელია, თუ მას აქვს ღია ფერი ოდნავ მოყვითალო ქონით (აქვე გაითვალისწინეთ, რომ მეწველი ან ახალწველამიტოვებულ ძროხის ხორცს კარგად ნაკვები და ზრდასრული ხარის ხორცი ჯობია);

კარგი ხარისხის ღორის ხორცი აუცილებლად მოთეთრო ვარდისფერი შეფერილობის უნდა იყოს, თეთრი და მაგარი ქონით. იმ შემთხვევაში, თუ ღორის ხორცი ტყავგაუცლელია, ყურადღება მიაქციეთ კანს. თუ ის მაგარი და სქელია და კანსა და ქონს შუა მოლურჯო ფერის ხაზი მოჩანს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ღორი ბებერია და ხორციც უგემური ექნება;

ცოცხალი ქათმის შეძენისას დააკვირდით მის ბიბილოსა და ნისკარტს, თუ მათ მოლურჯო ფერი გადაკრავს, ეს დაავადების მანიშნებელია;

დაკლული ფრინველის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ დაკლის დროს დარჩენილ ჭრილობას, თუ ამ ადგილზე გამხმარი სისხლის ხაზები არ ეტყობა, უმჯობესია მისი ყიდვისგან თავი შეიკავოთ, ასეთი ხორცი საეჭვოა.

თევზის შეძენისას გახსოვდეთ, რომ ახალ და ვარგისიან თევზს არ უნდა ჰქონდეს ჩაცვენილი და ჩალურჯებული თვალები, არც ლაყუჩები. კარგად დააკვირდით ასევე კანსაც, იგი არ უნდა იყოს ამობურცული და ლორწოვანი.

1 коммент.:

Анонимный комментирует...

Excellent way of telling, and pleasant piece of writing to take facts on the topic of my presentation topic,
which i am going to convey in academy.

My web blog; laser cellulite treatment

Отправить комментарий