იმის გასარკვევად, მამაკაცის რა ჩვევები აღიზიანებთ ქალებს, სწორედ ქალებს დავეკითხეთ. ასე რომ, დიდი ყურადღებით ჩაიკითხეთ ძვირფასო მამაკაცებო მათი კომენტარები და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მსგავსი ჩვევა თქვენშიც აღმოაჩინეთ, თავად განსაზღვრეთ, როგორ მოიქცეთ.
ქალები დიდ ყურადღებას ვაქცევთ როგორც საკუთარ, ისე სხვის სისუფთავეს. მაგალითად, ნათია ხაბაძეს განსაკუთრებით აღიზიანებს მოუწესრიგებლობა, ქეთო მესხიძეს კი არ მოსწონს მამაკაცი ჭუჭყიანი ფეხსაცმლითა და გაუპარსავი წვერით.
აღმოჩნდა, რომ ქალები მამაკაცებთან ურთიერთობისას პირველად ხელებს აკვირდებიან. ასე რომ, მამაკაცებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ფრჩხილებისა და, საერთოდ, ხელების სისუფთავეს.
ქალებისთვის კიდევ ბევრი სხვა რამეც აღიზიანებთ. "მაღიზიანებს, როცა მამაკაცი ტრაბახობს და საუბრისას თვალებით კონტაქტს ერიდება", _ ამბობს ნათია საფარიძე. ნათია სურმანიძეს კი ყველაზე მეტად მამაკაცის უყურადღებობა და თავხედობა აღიზიანებს.
იმ მამაკაცებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ "ქუჩის ბიჭობა" ისევ მოდაშია და ამ მეთოდით ცდილობენ ქალის მოხიბვლას, იმედი უნდა გავუცრუოთ. მაგალითად, ნინო ოსიძე მიიჩნევს, რომ მამაკაცის ყველაზე გამაღიზიანებელი თვისებებია უხეშობა და უზრდელობა; ვიოლა დავითაძეს ბილწსიტყვაობა და ქუჩაში ფურთხება აღიზიანებს. ბილწსიტყვაობა აღიზიანებს ასევე მეგი ბაკურიძესაც. მას არანაკლებ აღიზიანებს უგემოვნოდ ჩაცმული მამაკაცი.
მოკლედ, თუ მიგაჩნიათ, რომ საკმაოდ სიმპათიური, განათლებული და მოდური მამაკაცი ხართ, მაგრამ "ზოგჯერ რატომღაც" სასურველი მანდილოსნის ყურადღებას ვერ იმსახურებთ, დაფიქრდით. იქნებ სწორედ ასეთი პატარა, მაგრამ უსიამოვნო ჩვევა გახასიათებთ და მთელი პრობლემაც სწორედ მასშია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქალები ძალიან მეოცნებე, მაგრამ რეალისტები და ზოგჯერ, ჭკუიდან შეშლამდე მეწვრილმანეები ვართ.
0 коммент.:
Отправить комментарий