ბლინები ყველაზე მარტივი დასამზადებელი და ყველასათვის საყვარელი ცომეულის ნაწარმია. გარდა ტრადიციული არაჟნიანი ბლინებისა, მათი მომზადება სხვადასხვა მეთოდით შეიძლება.
უპირველეს ყოვლისა, უნდა მოამზადოთ ბლინი, მის დასამზადებლად დაგჭიდებათ: პურის ფქვილი, თბილი წყალი, დროჟი, შაქარი, ცოტა რძე ან მაწონი, 1-2 ცალი კვერცხი და 1 ს/კ ზეთი. ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ ისე, რომ არაჟნის სისქის მასა მიიღოთ, შემდეგ ზეთიან ტაფაზე დაასხით _ გადაანაწილეთ ერთ სისქეზე და ორივე მხრიდან შეწვით მანამ, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.
ცხელი ბლინის შუაგულში სუფრის კოვზით მოათავსეთ ნუთელა (შოკოლადის პასტა) ან რომელიმე ნაყინი, ხილის ჯემი ან ბანანი. შემდეგ ბლინები დაგორგლეთ და ბოლოებიც მოუკეცეთ, ფორმა რომ არ დაკარგოს, შიგ ხის ჩხირები ჩაარჭეთ, რომლებზეც რომელიმე ხილის ნაჭერი იქნება წამოცმული.
გემრიელად მიირთვით!
0 коммент.:
Отправить комментарий