ბუტერბროტი

ალბათ იცით, რომ ნოყიერი საუზმე აუცილებელია დღის განმავლობაში ენერგიის შესანარჩუნებლად. დღეს სწორედ ნოყიერ სასაუზმე ბუტერბროტის რეცეპტებს შემოგთავაზებთ. მათ შორის რამდენიმე მათგანი ჩემი შედგენილია.

დაჭერით თეთრი ან ჭვავის პური ერთი სანტიმეტრის სისქეზე და კარაქში შეწვით. შემწვარ პურს გადაუსვით კარაქი, ირგვლივ კი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვის არშია მოაყარეთ. კარაქის ფენას შეგიძლიათ ხიზილალაც გადაუსვათ, ზემოდან კი კვერცხის მოხარშული ნაჭერი დაადოთ.

შეგიძლიათ პურის ნაჭერზე დადოთ მწვანილებში შემწვარი ერბო-კვერცხი ან მოხარშული (შესაძლოა შემწვარი) ხორცის თხელი ნაჭერი.

ამზადებენ დახურულ ბუტერბროტსაც, რომელიც მოსახერხებელია წასაღებად: პურის ორ თხელ ნაჭერს შუა მოათავსეთ შემწვარი სოსისი ან ერბოში შემწვარი სოკოს თხელი ნაჭრები, ან წაუსვი პურზე კარაქი, დაამატეთ ძეხვი "კრაკოვურის" რამდენიმე თხელი ნაჭერი, შებოლილი ყველის თხელი ფირფიტა და ზემოდან დააფარეთ მეორე პურის ნაჭერი.

და ბოლოს კიდევ ერთი უგემრიელესი რეცეპტი, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებს მოეწონებათ _ ამ ბუტერბროტს "ვიტამინიზებული" ჰქვია, თუ რატომ, ამას ახლავე მიხვდებით: პურზე გადაუსვით ვიტამინებით გამდიდრებული კარაქი, რომელიც შემდეგი წესით მზადდება: კარაქში ჩაზილეთ ლიმონის, ფორთოხლის, ვაშლის, ან სხვა ხილისა და კენკრის წვენი, სიტკბოსთვის კი ცოტა თაფლიც ჩაუმატეთ.

ბუტერბროტები მზადაა, გემრიელად მიირთვით!

0 коммент.:

Отправить комментарий