დიასახლისებს ამა თუ იმ კერძის მომზადება იმ უბრალო მიზეზით ეზარებათ, რომ ხშირად კერძი ს მომზადებისთვის ბევრი ინგრედიენტია საჭირო და როგორც წესი, ეს ყველაფერი ძვირი ჯდება. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით შეგვირჩია დღევანდელი რეცეპტი მაია კონცელიძემ. მაიას მიერ შემოთავაზებული ლიმონის ნამცხვარი ძალიან მარტივად მზადდება _ მისი დამზადება არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას და რაც მთავარია, ძალიან გემრიელია.
მის მოსამზადებლად საჭიროა:
კარაქი _ 400 გრამი;
შაქრის ფხვნილი _ 400 გრ;
ლიმონი _ 2ცალი;
კვერცხი _ 10 ცალი;
პურის ფქვილი _ 500გრ.
400 გრამი კარაქი, 400 გრამი შაქრის ფხვნილი და 10 კვერცხის გული ერთად თქვიფეთ მანამ, სანამ არ გათეთრდება. მიღებულ მასას შეურიეთ 2 ლიმონის გახეხილი კანი და წვენი. შემდეგ ნელ-ნელა ჩაამატეთ 10 კვერცხის თეთრად ათქვეფილი ცილა და დაუმატეთ 500 გრამი პურის ფქვილი. ცომის მასას ნელ-ნელა ურიეთ კოვზით, შემდეგ ცომი კოვზითვე ამოიღეთ და პატარა ნაწილებად დადეთ კარაქწასმულ ე.წ. "ჟარონაზე". როდესაც გამოცხვება, ნახევარს წაუსვით კრემი, მურაბა, ჯემი ან რაც სახლში მოგეპოვებათ, დანარჩენი კი ზემოდან დააფარეთ. შემდეგ ლამაზ თეფშზე გადმოალაგეთ და გემრიელად მიირთვით!
0 коммент.:
Отправить комментарий