ამ მავნე ჩვევის მიზეზად, ძირითადად, სტრესია მიჩნეული და იგი ყველა ასაკის ადამიანში ვლინდება.
რჩევები მათთვის, ვისაც ფრჩხილების კვნეტაზე თავის დანებება სურს, სხვადასხვა ინტერნეტფორუმზე დავძებნე.
თითებზე წაისვით წითელი პილპილი (თუკი ამ ხერხის გამოყენებას ბავშვთან აპირებთ, უმჯობესია მან პილპილის წასმის პროცესი ვერ შეამჩნიოს) _ მაშინ, როცა თითს პირთან მიიტანთ, პილპილი შეგახსენებთ, რომ თქვენ ამ ჩვევაზე თავის დანებებას აპირებთ. ასევე ამ ჩვევისგან თავის დანებებაში ფრჩხილებზე იოდის ან ე.წ. გარჩიცის წასმაც დაგეხმარებათ. და თუ "მოღალატე" ხელი მაინც გაიწვეს კბილებისკენ, შეგიძლიათ კიდევ ერთი ხერხი მოსინჯოთ_ ფრჩხილებით მოფრჩხვენით სარეცხი საპონი, დარწმუნებული ვარ, საპნის გემო არავის გესიამოვნებათ.
ქალებმა, კვირაში ერთხელ მაინც წაისვით ძვირფასი ლაქი, რაც შეიძლება რთული ორნამენტით _ სხვა თუ არაფერი, უბრალოდ, დაგენანებათ მისი გაფუჭება.
ხშირად მოკლე ფრჩხილები უფრო "მადისაღმძვრელად" გამოიყურება, ვიდრე _ გრძელი. სწორედ ამიტომ ფრჩხილისმკვნეტელებისთვის რეკომენდებულია დასაწებებელი ფრჩხილების ტარება, მანამ, სანამ საკუთარი არ გაეზრდებათ _ პლასტმასის ფრჩხილების ტარებისას მავნე ჩვევას ნელ-ნელა დაივიწყებთ და მერე, რა თქმა უნდა, ძალიან დაგენანებათ გაზრდილი ფრჩხილის გაფუჭება.
კიდევ ერთი, საკმაოდ გავრცელებული ხერხია უფერული, მწარე ლაქის გამოყენება, ბათუმში მისი შეძენა მხოლოდ კოსტავას ქუჩის 7 ნომერში მდებარე ICI PARIS-ს მაღაზიაშია შესაძლებელი. მაღაზიის გამყიდველის, ალისა ბაკურიძის თქმით, ამ დროს МАВАЛА STOP-ის ლაქი ძალიან ეფექტურია, იგი სავსებით უსაფრთხოა და იმდენად მწარეა, რომ მისი შეჭმა შეუძლებელია. ამ ლაქის გამოყენება შეუძლიათ როგორც გოგონებს, ისე ბიჭებს. გოგონებს მისი ფერად ლაქზე გადასმაც შეუძლიათ. МАВАЛА ლაქის ღირებულება 14 ლარს შეადგენს.
როგორც უკვე ითქვა, ფრჩხილების კვნეტის უმთავრეს მიზეზად სტრესია მიჩნეული, ამიტომ ეცადეთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ დასვენებას. სტრესულ სიტუაციებში სავალდებულო არაა "საკუთარი თავის ჭამა" დაიწყოთ, ეცადეთ, ამ დროს ხელები რაიმე სხვა საქმით დააკავოთ და ბოლოს, აუცილებლად გააფრთხილეთ მეგობრები _ როცა "ბოროტ განზრახვას" შეგამჩნევენ, ხელზე მწარედ მიგარტყან, იქნებ, რეფლექსებმა მაინც ქნან თავისი.
1 коммент.:
დედებო ძალიან დასაჯეთ თქვენი შვილები მანამ პატარები არიან-ეს მართლაც საშინელი სენია რომელსაც 38 წელია ვებრძვი
Отправить комментарий