ჩაის სამკურნალო თვისებები ოდითგანვე ცნობილია. ცნობილია ისიც, რომ ჩაი ჩინური კულტურაა და მის დასამზადებლად მთელი რიგი ცერემონია ტარდება. მაგრამ არსებობს ჩაი ბრიტანულად, ანუ ჩაი უბრალოდ სასიამოვნო, კომფორტულ გარემოში, ძვირფას ადამიანებთან ერთად, თავშესაქცევი საუბრის ფონზე.
ჩაის არჩევანი ყოველთვის სტუმარზეა დამოკიდებული, როცა «ჩაის წვეულებას» ანუ «თეა Pარტყ»-ს აწყობთ, სასურველია ჩაის რამდენიმე სახეობა გქონდეთ: შავი, მწვანე, პიტნის ან სხვა არომატისა.
ჩაი აუცილებლად სპეციალურ პატარა ჩაიდანში უნდა დააყენოთ. ჩაიზე მისაყოლებელი სასუსნავი სპეციალურ სართულოვან ვაზაზე უნდა დაალაგოთ. სასუსნავი მრავალგვარია: პურის ქერქგაცლილი თხელი სამკუთხედები, კარაქითა და ნაღებით ან ყველით; თხელი ან სქელი ბლინები ცხლად, კარაქით, თაფლით ან ხილის ჯემით, მაგრამ ყველაზე მეტად ჩაის წვეულებას სხვადასხვაგვარი ტკბილეული უხდება. ჩაისთან შეგიძლიათ ხილისა და შოკოლადის კექსის პატარა ნაჭრები გამოიტანოთ, ასევე ნუშის ან/და სხვადასხვა მშრალი და კრემიანი ორცხობილები _ ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი ტკბილეული, აუცილებლად უნდა იყოს პატარა, ისეთი, რომ მის ჩასაკბეჩად და შესაჭმელად ადამიანს დიდი ძალისხმევა არ დასჭირდეს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ჩაის ეტიკეტით არაა მიღებული ჩაის ბოლომდე დალევა (უკანასკნელ მომენტში თავი ძალიან უკან რომ არ გადაწიოთ).
ბრიტანეთში ჩაის რძესთან და ნაღებთან ერთად მიირთმევენ. იქნებ თქვენც მოგესინჯათ _ ეს მართლაც ძალიან გემრიელია, ოღონდ არა ყველა სახის ჩაისთან.
თუკი გადაწყვიტეთ გოგონები ჩაიზე შეკრიბოთ, ეცადეთ, რაც შეიძლება კარგი ხარისხის ჩაი შეარჩიოთ. სხვადასხვა ხილისა და მცენარის ჩაი პატარა ყუთებით `პოპულისა~ და `ჯორჯიტას~ სუპერმარკეტში იყიდება. მათი ფასი, საშუალოდ, ოთხი ლარიდან შვიდ ლარამდეა. განსაკუთრებული თავბრუდამხვევი არომატით კი მარაკუიას, ატმისა და მარწყვის ჩაი გამოირჩევა.
«არისტოკრატული ჩაის» დასამზადებლად ცხელ შავ ჩაიში ჩადეთ ლიმონზე სპირალისებურად მოთლილი ცედრა, ჩაასხით ცოტა ფორთოხლის წვენი. შემდეგ გააცხელეთ, ამოიღეთ ცედრა და ფინჯნებში დაასხით. თითოეულ ფინჯანში თქვენი გემოვნებით ჩაამატეთ კონიაკი და შაქარი, მოაყარეთ სულ ცოტა გახეხელი ჯავზი/ხეხო, «მუსკატის თხილი» და სტუმრებს მიართვით.
შემდეგი ჩაის დასამზადებლად 400 მლ ჩაი, 2/3 ჭიქა თაფლი და 2/3 ჭიქა არაყი დაგჭირდებათ. თაფლი არაყსა და დაყენებულ ჩაიში აურიეთ, მიღებული სითხე აადუღეთ და ფინჯნებში გაანაწილეთ.
ბოლოს კი მწვანე ჩაი, იგი მიირთმევა როგორც ცივი, ისე ცხელი. მისი დაყენების შემდეგ შეგიძლიათ ფინჯანში რამდენიმე ცალი ჟოლო ან მარწყვი ჩააგდოთ, შემდეგ ერთი ნაჭერი ლიმონი და პიტნის ფოთოლიც ჩაამატოთ და თქვენი ჩაიც მზადაა, ახლა მხოლოდ საუბრის თემის შერჩევაღა დაგრჩათ.
სასიამოვნო თეა Pარტყ-ს გისურვებთ!
0 коммент.:
Отправить комментарий