ფოტოაპარატი

ბოლო დროს ფოტოხელოვნება პოპულარული დარგი გახდა ბათუმში. ალბათ ამ ყველაფერში ქალაქის მართლაც საუცხოო ხედებია "დამნაშავე”.

დადგა დრო, რომ ფოტოაპარატი თქვენც შეიძინოთ, მაგრამ არ იცით სად და როგორ?! კარგი აპარატის შერჩევა მართლაც რთულია თუ საქმეში ვინმე მცოდნე ადამიანს არ ჩარევთ. თუ ასეთი ადამიანი არ გყავთ, შეგიძლიათ გოგებაშვილის ქუჩის ორ ნომერში მდებარე ფოტომაღაზიაფუჯისეწვიოთ, სადაც ყველანაირი ციფრული აპარატის შეძენაა შესაძლებელი. ამ მაღაზიაში ფოტოაპარატის შერჩევაში დაგეხმარებიან და ინტერნეტის საშუალებით 10-20 დღეში, თქვენთვის ხელმისაწვდომ ფასებში (ორი წლის გარანტიით) ჩამოგიტანენ როგორც სასურველ ფოტოაპარატს, ისე ფოტოგრაფიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხელსაწყოსა თუ დეტალს (ფილტრი, ობიექტივი, ლინზა, შტატივი და სხვა).

ფოტოაპარატის შეძენა ქალაქის სხვა, ელექტრონული ტექნიკის მაღაზიებშიცაა შესაძლებელი, თუმცა აქ არჩევანი მეტად მწირია და თქვენს კითხვებსაც მხოლოდ ყუთზე მიწერილი მონაცემებით უპასუხებენ.

ციფრული ფოტოაპარატი საშუალოდ, 200-დან 5000 ლარამდე ღირს.

1 коммент.:

Анонимный комментирует...

And so, our tropical tour comes to an end,
until the next time. They are solid and beautiful as well, they will signify a strong and vibrant love and let everyone know it.
Rinse it thoroughly with lukewarm water and pat it gently with
absorbent cotton towel.

my web-site ... fragrance direct

Отправить комментарий