დეკორაციული ჭიამაიები

დეკორაციული ჭიამაიები მარტივად მზადდება. მათ დასამზადებლად დაგჭირდებათ: ზღვაზე მოგროვებული ნახევრად ან მთლიანად ბრტყელი, ოვალური ფორმის ქვები, აკრილის წითელი და შავი საღებავი და უფერული ფრჩხილის ლაქი.

სხვადასხვა ზომის ოვალური ქვა სქელი ფუნჯით (სქელით იმიტომ, რომ ღებვას მალე მორჩებით და რელიეფიც უფრო საინტერესო გამოგივათ) აკრილის, წითელი ფერი საღებავით შეღებეთ, საღებავის გაშრობის შემდეგ შავი ფერის საღებავით დაახატეთ სხვადასხვა ზომის, უსწორმასწოროდ განლაგებული წინწკლები. როცა ქვის ჭიამაიები გაშრება, გადაუსვით მათ ფრჩხილის უფერული ლაქი და გაიტანეთ ოთახს გარეთ _ ასე უკეთაც გაშრება და არც ოთახში დატოვებს ტოქსიკურ სუნს. სანამ ლაქი გაშრებოდეს, გლამურის ეფექტისთვის, შეგიძლიათ ჭიამაიას ფრთებზე პატარა ბრჭყვიალა თვლებიც ჩააწებოთ, რომელთა შეძენაც ნებისმიერი ქსოვილისა და ბუსების მაღაზიაშია შესაძლებელი.

ასეთი "ქვის მწერებით" შეგიძლიათ სახლის კიბეები, ყვავილების ქოთნები, ფანჯრის რაფები და წიგნის თაროები მორთოთ.

გარდა ჭიამაიებისა, ქვებზე ათასნაირი ორნამენტის გადატანა შეიძლება _ შეგიძლიათ ისინი სხვადასხვა ზომის გვირილებად აქციოთ, გვერდით კი, უბრალოდ, მწვანე ფერის, ბალახისმაგვარი ორნამენტის მქონე ქვები დაულაგოთ. იმავე პრინციპით შეიძლება არა მარტო დეკორაციული, არამედ საკმაოდ პრაქტიკული დანიშნულების და თანაც ძალიან ორიგინალური დომინოს ქვების დამზადებაც, ზუსტად ისეთი, როგორიც ფოტოზეა გამოსახული.

0 коммент.:

Отправить комментарий