ონლაინსალონი

გსურს რამე შეცვალო შენს გარეგნობაში? _ სანამ "რადიკალურ" ნაბიჯს გადადგამდე, აუცილებლად ეწვიე საიტს: www.taaz.com ამ საიტზე შეგიძლია საკუთარი ფოტოსურათი ატვირთო და ყველა სახის მაკიაჟი და თმის ვარცხნილობა მოირგო. საიტი ინგლისურენოვანია, თუმცა "ონლაინსალონში" ქცევის ინსტრუქციები ძალიან მარტივია. შენს თავზე სამუშაოდ საიტის გახსნისთანავე დააკლიკე ვარდისფერ ღილაკზე _ "start makeover" რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოგეცემა საშუალება, ატვირთო საკუთარი პორტრეტი. სასურველია ფოტოსურათი წინხედით იყოს გადაღებული, ფოტოს არქონის შემთხვევაში კი აირჩიე იქვე მოყვანილ მოდელთაგან ერთ-ერთი, რომლის სახის მოყვანილობაც ყველაზე მეტად შეეფერება შენს სახეს.

საიტზე შეგიძლია დაამუშავო სახის ფერი, თვალის მაკიაჟი და წარბების ფორმა. პარალელურად საიტი მოგაწვდის იმ კოსმეტიკური საშუალებების დასახელებასა და ფასს, რომელიც შენს ფოტოზე მოირგე და სურვილის შემთხვევაში შეგიძლია ისინი უახლოეს პარფიუმერიულ მაღაზიებში დაძებნო.

განყოფილებაში _ HAIR შეგიძლია ნებისმიერი მსახიობისა თუ მომღერლის ვარცხნილობა მონიშნო და სპეციალური იარაღის მეშვეობით საკუთარ სახეზე მოირგო, ბოლოს კი, საიტზე ნამუშევარი ფოტო შეგიძლია ამობეჭდო და სალონში ვიზიტის დროს ვიზაჟისტსა და დალაქს შენეული ვერსია წარუდგინო.

0 коммент.:

Отправить комментарий