გიტარის გაკვეთილები



მუსიკაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება და ფაქტია, რომ მას ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშნელოვანესი როლი უკავია. თუმცა ყოველთვის მოსმენით ვერ ვკმაყოფილდებით და ჩნდება სურვილი, რომ თავადაც დავუკრათ, ვიმღეროთ და დავწეროთ კიდეც სიმღერები.
იმის შესახებ თუ სად და როგორ ვისწავლოთ გიტარაზე დაკვრა, მუსიკოსი ილო შავიშვილი გვესაუბრა. მან გვითხრა, რომ მსურველს შეუძლია მოემზადოს პერსონალურად, კერძო მასწავლებელთან და სამუსიკო სკოლებშიც. ინდივიდუალურად მომზადების ფასი ყველგან სხვადასხვაა. მაგალითად, ილიას თითოეული გაკვეთილი საშუალოდ 10 ლარი ღირს, თუმცა არიან მუსიკოსები, რომელთა გაკვეთილიც 5-8-ლარი ან 5 დოლარი ღირს. ხოლო სამუსიკო სკოლებში მომზადების საფასური, ერთი სემესტრის განმავლობაში, დაახლოებით 20 ლარი ღირს. ილო გვირჩევს, რომ სანამ გაკვეთილებზე დავიწყებდეთ სიარულს მუსიკის შესასწავლად, მანამდე ხარისხიანი გიტარა შევიძინოთ: " კარგი გიტარა მინიმუმ 100-120 ლარი ღირს... დასაწყისისთვის, რა თქმა უნდა, აკუსტიკური უნდა იყოს". რეპერტუარს თავად მასწავლებელი არჩევს, ტექნიკური თვალსაზრისით აუცილებელია გარკვეული ეტაპების გავლა, ჯერ ყველაფერი მარტივი აკორდებით იწყება და შემდეგ რთულდება, მისი ათვისება კი უკვე ნიჭიერებასა და მონდომებაზეა დამოკიდებული.
მუსიკალური ინსტრუმენტების ფართო არჩევანით იმნაძის (ყოფილი ბლაგოევგრადის) ქუჩის 5 ნომერში, მაღაზია "ACOUSTICA" გამოირჩევა. აქ აკუსტიკური გიტარის ფასი 90 ლარიდან იწყება 500 ლარამდე ადის, ელექტროგიტარა კი 820 ლარი ღირს. გარდა ამისა აქ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვა ნებისმიერი მუსიკალური ინსტრუმენტი, მაგალითად დასარტყამი ინსტრუმენტების კომპლექტი, ტამტამები და სხვა.
ინსტრუმენტები შესაძლოა დაკვეთითაც ჩამოატანინოთ. თუკი ინსტრუმენტი უკვე შერჩეული გაქვთ და რომელიმე ჯგუფის რეპერტუარის შესწავლა გსურთ, არსებობს რამდენიმე ვებგვერდი (www.farhatguitar.com, www.gibson.com), რომლებზეც გიტარის (და არა მარტო გიტარის) ვიდეოგაკვეთილებია ატვირთული.

0 коммент.:

Отправить комментарий