ფუროშიკი იაპონური ტრადიციაა, რომელიც ქსოვილისთვის გარკვეული ფორმის მიცემას გულისხმობს მარტივი მოძრაობით. ადრე იგი ყველაზე ხშირად სხვადასხვა ნივთის გადასაზიდად ან საჩუქრების შესაფუთად გამოიყენებოდა. ამ შესანიშნავი ტრადიციის მთავარი პლუსი ის გახლავთ, რომ მას არ სჭირდება მაკრატლის, ნემსებისა და ძაფების გამოყენება, ყველაფერი თქვენი ხელების სიმარჯვეზეა დამოკიდებული.
ზაფხულში, ზღვაზე სატარებლად პრაქტიკული ხელჩანთა ფუროშიკის წესით შეგიძლიათ ასე დაამზდოთ: აიღეთ ოთხკუთხა ფორმის დიდი შარფი და გადაკეცეთ ისე, რომ სამკუთხედის ფორმა მიეცეს. გამონასკვეთ მისი ორივე კუთხე იმ სიგრძეზე, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები, შემდეგ გახსენით დარჩენილი ერთი კუთხის პირი და გამონასკვული ყურები მიღებულ "ტომარაში" მოათავსეთ. შარფის დარჩენილი ორი კიდე ორჯერ განასკვეთ და თქვენი ხელჩანთაც მზადაა.
0 коммент.:
Отправить комментарий