აუდიოწიგნი

ცოტას თუ ემახსოვრება ბავშვობაში რუსულ "პლასტინკებზე" მოსმენილი ზღაპრები, მაგრამ წარმოსადგენად ალბათ მაინც მარტივია, თუ რაოდენ საინტერესო და სასიამოვნო იქნება სხვის მიერ მოყოლილი, რომელიმე კარგი მხატვრული ნაწარმოები, მითუმეტეს, თუ ამ ყველაფერს პროფესიონალი მსახიობი გიკითხავს და თან ფონად მუსიკალური გაფორმებაც ადევს.

აუდიოწიგნი თავისი ფორმატით წააგავს რადიოსპექტაკლს, სწორედ ისეთს, ადრე, საღამოს ეთერში რომ გადიოდა ძველ რადიოლებში _ აქაც ძალიან საინტერესო ინტონაციით იკითხება ტექსტი, ისმის მომენტისთვის საოცრად შესაფერი მელოდია და მეტი ეფექტისთვის, მსახიობის ფეხის ყოველი ნაბიჯიც კი გახმოვანებულია.

აუდიოწიგნი მოსახერხებელია უსინათლოებისთვის და მათთვის, ვისაც კითხვისგან თვალები ადვილად ეღლება. გარდა ამისა, აუდიოწიგნის მთავარ პლუსად შეიძლება ჩაითვალოს მისი კომპაქტურობა. მართალია, იგი მეგაბაიტებით იზომება და ზოგჯერ შესაძლოა ტევადობა ერთ გეგაბაიტამდეც კი ავიდეს, მაგრამ მისი ჩაწერა შეგიძლიათ დისკზე, პლეერში და საკუთარ მობილურშიც კი. ეს კი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მხატვრული ნაწარმოების მოსმენისას თქვენ ხელში 500-გვერდიანი, მტვრიანი წიგნი არ გიჭირავთ და თავისუფლად შეგიძლიათ პარალელურად სახლი დაალაგოთ, ყავა მიირთვათ და ქუჩაშიც კი გახვიდეთ სასეირნოდ...

ერთადერთი მინუსი ამ უნივერსალური წიგნისა გახლავთ ის, რომ აუდიოწიგნების ართული ვერსიები ჯერჯერობით არ არსებობს. ვფიქრობ, ქართველი მკითხველისთვის რუსული და ინგლისური ენაც არ წარმოადგენს ბარიერს. შემიძლია ერთი ძალიან კარგი აუდიობიბლიოთეკაც გირჩიოთ _ www.rutracker.org (რეგისტრაცია აუცილებელია). აქ შესაძლებელია გაეცნო ისეთ ავტორებს, როგორიცაა დოსტოევსკი, ნიცშე და ტოლკიენი. აუდიოწიგნების გადმოტვირთვა შემდეგი საიტებიდანაც შეგიძლიათ: ბოოკ-ფრეე.რუ, აუდიობოოკს.მდ6.რუ, ბარნესანდნობლე.ცომ, ბობრიკოვ.ნეტ

დაგარწმუნეთ აუდიოწიგნის პრაქტიკულობაში? ვიმედოვნებ, ახლო მომავალში აუცილებლად მოისმენთ მსოფლიო კლასიკის ერთ შედევრს მაინც.

0 коммент.:

Отправить комментарий