ნათქვამია წიგნი ყდით არ უნდა შეაფასოო, თუმცა ამას თითქმის არავინ ითვალისწინებს და ყოველთვის გარეგნულად ლამაზი და საინტერესოდ გაფორმებული წიგნი უფრო დიდ ინტერესს იწვევს ჩვენში, ვიდრე უბრალო გარეგნობის წიგნი, თუნდაც ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი სათაურით.
იმისათვის, რომ თქვენი წიგნები თაროზე მიმზიდველად გამოიყურებოდნენ, შეგიძლიათ მათთვის ძალიან საინტერესო სანიშნეები გააკეთოთ.
წიგნის სანიშნედ გამოდგება დეკორაციული ყვავილების ბალახისებრი ფოთლები, შეკარით სხვადასხვა ზომის ბალახი და ჩადეთ წიგნში. არანაკლებ საინტერესო და მიმზიდველი იქნება შავი ან სხვა მუქი ფერის სქელი ფურცლისგან გამოჭრილი ცხოველები _ ზოგიერთი მათგანი წიგნს გვერდიდან ჩაუდეთ, ზოგიერთიც კი ჩვეულებრივად ვერტიკალურად...
მართალია, ერთი შეხედვით ეს ყველაფერი უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ დამიჯერეთ, მსგავსი “დეკორაციული სატყუარები” უფრო გაგიხალისებენ წიგნის იდუმალ სამყაროში მოგზაურობას და ბავშვებიც პატარაობიდან მიეჩვევიან წიგნისადმი სიყვარულს.
აი, კიდევ რამოდენიმე შესანიშნავი იდეა, რომლებიც ინტერნეტით ვიპოვე და რომელთა გამოყენება თქვენც მარტივად შეგიძლიათ :
3 коммент.:
saintereso statiaa, da saertodac es gverdi dzalian momowns <3
saintereso statiaa da saertodac esgverdi dzalian momwons
ძალიან სასიამოვნოა ეკატერინე, აუცილებლად დავდებთ ახალ იდეებს ;)
Отправить комментарий