როგორც ამბობენ, ტანსაცმელში ყველაზე მთავარი არა ფასი, არამედ მისი ადეკვატურობაა, ანუ ადამიანს ყოველთვის გარეგნობისა და სიტუაციის შესაფერი სამოსი უნდა ეცვას.
უპირველეს ყოვლისა უნდა გაერკვეთ, თუ რა სტილის სამოსში გრძნობთ თავს კომფორტულად და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ სამოსის ძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი გარდერობი შესაძლოა ძვირფასი, მაგრამ აბსოლუტურად გამოუსადეგარი ტანსაცმლით გაივსოს.
ისევ საუბარი იმაზე, რომ მეორადი მოხმარების ტანსაცმლის (second hand) მაღაზიებში ახალი და ცნობილი ბრენდების ტანსაცმელი 5-10 ლარად იყიდება, უბრალოდ დროის ფლანგვა იქნება, უმჯობესია საკუთარი გამოცდილებით, ქალაქის საუკეთესო "second hand-ბუწიკები”, გირჩიოთ: გორგასალისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში მეორადი მოხმარების ტანსაცმლის ნამდვილი "სამოთხეა". გორგასალის ქუჩის ორივე მხარეს ჩამოფასებული სამოსის რამდენიმე მაღაზიაა ჩამწკრივებული, სადაც შევლა აუცილებლად ღირს. ქალაქში ძველმანების `ღირსშესანიშნავი” მეორე ადგილი 26 მაისისა (ყოფილი კიროვი) და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაა, სადაც იაფი და ხარისხიანი სამოსის ასევე დიდი არჩევანია.
კიდევ ერთი ადგილი, სადაც დაბალ ფასებში შეგიძლიათ სამოსის შეძენა, გონიოს ბაზრობაა. მართალია, რთული მისაგნებია, მაგრამ თუ გონიოს ან სარფის მიკროავტობუსით იმგზავრებთ, მას ყველა მიგასწავლით. დანარჩენი ბაზრობებიდან თუ უნივერმაღებიდან განსხვავებით, აქ ნამდვილად შეიძლება რაიმე ისეთი შეარჩიოთ, რაც ქალაქში ყველას არ ეცმევა. ოღონდ ცოტა უნდა გაისარჯოთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ გამყიდველს წინა პლანზე ყოველთვის ის სამოსი უკიდია, რაზეც დიდი მოთხოვნაა, ამიტომ ყველაფერი გულდასმით უნდა დაათვალიეროთ და აუცილებლად იპოვით რაიმე იშვიათსა და ღირებულს.
ბოლო ვარიანტი, გემოვნებიანად ჩაცმისა, სრულიად უფასოა _ უბრალოდ გადაათვალიერეთ თქვენი (ან თქვენი მშობლების) ძველი გარდერობი. როგორც ერთი გამონათქვამი ამბობს: "ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია", აქ აუცილებლად აღმოაჩენთ რაიმე კლასიკურ, შავი ფერის კაბას, ან ძველ ბლუზას, რომელიც თქვენც და დროსაც ერთნაირად კარგად მოგერგებათ. უბრალოდ მასში ოდნავი დირექტივების შეტანა მოგიწევთ და ამაში საკუთარი ფანტაზია ან ჩვენ მიერ ამ და სხვა ნომრებში შემოთავაზებული რჩევები დაგეხმარებათ.
თუკი ჩვენ მიერ შემოთავაზებულ რჩევებს გაითვალისწინებთ, მერწმუნეთ _ თქვენს გარდერობში ძვირფასი ტანსაცმლის დეფიციტი ხელს ვერ შეგიშლით, იყოთ ყველასგან გამორჩეული.
0 коммент.:
Отправить комментарий