პომადა ქალის სახეზე ყველაზე მნიშვნელოვანი კონტურია. სამწუხაროდ ქალების უმეტესობა ფიქრობს, რომ პომადის წასმა მისი მხოლოდ კოლოფიდან ამოღებას და ტუჩზე გადასმას ნიშნავს, რაც დიდი შეცდომაა. პომადის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ასაკი, თმის, კანისა და კბილების ფერი. რჩევები, რომლებიც სხვადასხვა ჟურნალებსა და ვებგვერდებზე დავძებნე, დაგეხმარებათ პომადის სწორად შერჩევაში.
პომადის შერჩევისას მნიშვნელოვანია კანის ფერის გათვალისწინება, მუქი ფერის კანს უხდება შოკოლადისფერი, ღვინისფერი, წითელი და ქლიავისფერი (იასამნისფერი, მოწითალო ფერი); ღია ფერის კანს _ კრემისფერი, ღია მარჯნისფერი, ღია ვარდისფერი. საერთოდ, თბილი ფერის (ხორბლისფერი, ატმისფერი და სპილოს ძვლისფერი) მქონე კანს, ასევე თბილი ფერის პომადა უნდა შეუხამოთ, ხოლო ცივი ფერის მქონე კანს _ ცივი ტონალობის პომადები.
ასევე მნიშვნელოვანია თმის ფერიც – ქერა, ლურჯ ან მწვანეთვალება ქალებს, ღია ფერის კანით – ვარდისფერი ყველა ტონალობის, ქლიავისფერი და მარჯნისფერი პომადა მოუხდებათ. თაფლისფერთვალება ქერა ქალებს ნაზი ვარდისფერი და წითელი ფერის პომადა დაშვენდებათ და რა თქმა უნდა, მათ თავი უნდა შეიკავონ მყვირალა ფერების პომადებისგან – ქერა თმებთან, ეს ვულგარული და ზედმეტად გამომწვევია.
ჟღალი ფერის თმის მქონე ქალებს ქლიავისფერი, მუქი ლურჯი, ყავისფერი და მარჯნისფერი უხდებათ. თავი შეიკავეთ მაგარი ვარდისფერისა და ნარინჯისფერისაგან.
წაბლისფერთმიან ქალბატონებს, მოთეთრო-მოვარდისფრო კანით – ვარდისფერი, იისფერი და ღია ყავისფერი პომადები მოუხდებათ.
შავგრემან მანდილოსნებს, მუქი ფერის თვალებით და მუქი ფერის კანით – ქლიავისფერი, შოკოლადისფერი, ნარინჯისფერი და მუქი წითელი ფერის პომადა უხდებათ.
პომადის შერჩევისას არსებობს კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი – კბილების ფერი. მოყვითალო კბილებთან დაუშვებელია იასამნისფერის ნებისმიერი ტონალობა, ყავისფერი და მუქი წითელი ფერის პომადა. უმჯობესია მონარინჯისფრო ტონალობები, ღია წითელი და ნატურალური ვარდისფერის ტარება.
ალბათ, ბევრ მანდილოსანს აინტერესებს თხელ ტუჩებს როგორი პომადა შვენის –აუცილებლად ღია ფერის პომადები უნდა ატაროთ. თუ გინდათ, რომ ტუჩები ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩნდეს, არავითარ შემთხვევაში არ გადაახატოთ ზემოდან დამატებითი კონტური. ფანქრის კონტური ზუსტად უნდა იმეორებდეს ტუჩის ბუნებრივ კონტურს და ფანქრის ფერიც პომადის ფერს უნდა ემთხვეოდეს. პომადა წაისვით ფუნჯით და ტუჩების ცენტრი ე.წ. ბლესკით გამოყეთ.
პომადის შერჩევისას დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის ასაკს. ალბათ ყველა ჩვენგანის ნაცნობებში მოიძებნება ერთი ხანშიშესული ქალბატონი, შავად შეღებილი თვალწარბით და მყვირალა სტაფილოსფერი ან წითელი პომადით, რომელთან შეხვედრაც ჩვენს ლოყაზე პომადის წარუშლელ კვალს ტოვებს. იმისათვის, რომ ხანშიშესული ქალბატონის მაკიაჟი ზედმეტად გამომწვევი და მყვირალა არ იყოს, მან მუქი ფერის პომადა უნდა წაისვას, ამასთანავე მიიჩნევა, რომ ღია და რბილი ფერის პომადები სახეზე არსებულ ნაოჭებს ნაკლებად უსვამს ხაზს.
1 коммент.:
What's up mates, its fantastic paragraph concerning educationand entirely defined, keep it up all the time.
Here is my web page new cellulite treatment
Отправить комментарий