როგორი ფერი გიხდებათ

ფერებთან დაკავშირებით რამდენიმე მარტივი ფორმულა არსებობს, რომელთა ცოდნაც სამოსის სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ.

შავი და რუხი ფერი უნიკალურ ფერებადაა აღიარებული, რომლებიც ყველა ფერის, ასაკისა და წონის ქალს უხდება. რუხი ფერი თითქმის ყველა ფერს ეხამება, მაგრამ ყველაზე კარგი კომბინაცია შავთან და წითელთანაა. შავი ფერიც იმავე თვისებებით ხასიათდება, რითაც რუხი და მასთან ნებისმიერი ღია ტონალობის ფერის შეხამება შესანიშნავი ვარიანტია. თეთრი ფერის სამოსიც ყველა ფერს ეხამება, მაგრამ ღია ფერის კანის მქონე ქალებისთვის იგი რეკომენდებული არაა.

ის, რომ წითელი ფერი ყველაზე მეტად ხორბლისფერკანიან, შავგრემან ქალებს უხდებათ, ყველასთვის ცნობილია, მაგრამ სამწუხაროდ მასთან სხვა ფერის შეხამება საკმაოდ საფრთხილო საქმეა. ამ ფერთან საუკეთესო კომბინაციაა თეთრი, შავი და რუხი ფერი. აღსანიშნავია, რომ წითელი ფერი მხოლოდ შავგრემანთა პრივილეგია როდია, წითელი ისევე როგორც შინდისფერი და ნარინჯისფერი, ქერათმიან ახალგაზრდა მანდილოსნებსაც უხდებათ, რომლებსაც ჯანსაღი, ხალასი ფერის სახის კანი აქვთ. ქერათმიან ქალებს ყვითელი ფერიც უხდებათ, ოღონდ ყვითელი მათი თმის ფერის, ყველაზე ღია ტონალობას უნდა ემთხვეოდეს და მთლიან ჩაცმულობაში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს სხვა დამატებითი ფერები, მაგალითად, ცისფერი, მწვანე და ყავისფერი. იმ ქერათმიან ქალებს კი, რომელთაც ღია ფერის კანი აქვთ, ცისფერი და ლურჯი ფერი დაშვენდება, ამ ფერებს კი შეგიძლიათ რუხი, თეთრი და შავი ფერი შეუხამოთ.

მას, ვისაც ჟღალი (წითელი) ფერის თმა აქვს, იასამნისფერი და მუქი ან საშუალოდ მწვანე სამოსი მოუხდება.

მანდილოსნებმა, რომლებსაც ჭაღარა თმა აქვთ, სასურველია სუსტი, თბილი ტონალობის სამოსი ატარონ.


0 коммент.:

Отправить комментарий