ქალის საცურაო კოსტიუმის ერთ-ერთი სახეობით _ ტანკინით სამწუხაროდ იშვიათად სარგებლობენ საქართველოში, რაც ალბათ იმის ბრალია, რომ მისი ზედა ნაწილი უბრალო მაისურს ჰგავს. ტანკინი უბრალო ქვედა საცვლისა და ზედა ტოპისა ან მაისურისაგან შედგება. იგი საუკეთესო ვარიანტია სავსე მანდილოსნებისა და მათთვის, ვისაც წელის ზონა არ აქვს გამოკვეთილი.
ტანკინის ტოპი ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია როგორც საცურაოდ, ისე სანაპიროზე კაფეში გადასასვლელადაც. ამ "ღირსების" გამო იგი ასევე იდეალურია ორსულებისთვისაც.
არსებობს ტანკინის კიდევ ერთი ნაირსახეობა "ქამიკინი", რომლის სიგრძეც წელამდე არ ჩადის, ტანზეც უფრო მომდგარია და ჩვეულებრივი ტანკინის ტოპებისა და მაისურებისგან უფრო ამოღებული გულითა და მეტი გამომწვევი შტრიხებით გამოირჩევა.
0 коммент.:
Отправить комментарий