ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა ორი, შავი და ყავისფერი (ან თქვენი სამოსის შესაფერი) ფერის ქამარი გადაჭრათ დაახლოებით 23 სმ სიგრძეზე, მახათით ხვრელები გაუკეთოთ (თქვენი ხელის ზომაზე, რომ შეიკრას) და ერთმანეთის ბოლთებით შეკრათ. ამგვარი სამაჯური კოხტაა, თანაც ყველა სტილის სამოსს უხდება.
შეგიძლიათ სამი ერთმანეთზე შეხამებული ფერის გადაჭრილი ქამარი გაიკეთოთ ერთად, ან ერთ-ერთი მათგანი ოდნავ უფრო გრძელი გააკეთოთ და რამდენიმე ხვევად შემოიჭდოთ ხელზე.
თუ სასამაჯურე ქამარი ერთ სანტიმეტრზე ფართოა, მისი გაფორმება სხვადასხვა ფერის ბუსებითაც შეიძლება, თუმცა ამგვარი ჭრელი სამკაულისთვის სამოსის შეხამება ცოტა რთულია, ამიტომ ფერადი ბუსები ხის, სხვადასხვა ზომის ბურთებითა თუ ფირფიტებით შეცვალეთ, რაც უფრო დატვირთული იქნება იგი, მით უფრო «მდიდრული» და ორიგინალური გამოვა სამკაულიც და შეუდარებელი იქნება კლასიკური თუ «პროვინციული» სტილის ჩაცმულობასთან. სიტყვა "პროვინციულმა" არ შეგაშინოთ, ასე სწორედ იმ ჩაცმულობას ეძახიან, რომელიც ყვავილებიან გაშვებულ კაბებს და უქუსლო «ბალეტკა» ფეხსაცმელებს გულისხმობს და რომელიც ასე ძალიან მოსწონთ ჩვენს ქალაქში.
0 коммент.:
Отправить комментарий