ზაფხულის პაპანაქება სიცხეში ნაყინზე გემრიელი არაფერია. მართალია, ნაყინი არც ისე ძვირი ღირს, მაგრამ ზოგჯერ როცა გსურს, რომ სტუმრად ახლო მეგობრები მოიწვიო და მათ რაიმე განსაკუთრებულით გაუმასპინძლდე, საკუთარი ხელით მომზადებული ყავის უგემრიელესი ნაყინი საუკეთესო ვარიანტია.
ნაყინის მომზადების ძალიან მარტივი რეცეპტი ერთ-ერთ ძველ კულინარიულ წიგნში ვიპოვე.
მასალად დაგჭირდებათ:
რძე _ 5 ჩაის ჭიქა;
ნაღები _ 2 ჩაის ჭიქა;
კვერცხი _ 4 ცალი;
შაქარი _ 1 (1/2) ჩაის ჭიქა;
ყავა _ 2 სუფრის კოვზი;
1 ან 2 ჩაის ჭიქა რძეში ჩახარშეთ 2 ს/კ მაღალი ხარისხის ყავა. ადუღეთ 2-3 წუთს, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, რამდენიმე წუთის შემდეგ გადმოწურეთ და გადმონაწურ ყავანარევ რძეს გაურიეთ რძე, ნაღები (მისი ყიდვა პოპულის სუპერმარკეტში შეგიძლიათ) და წინასწარ დამზადებული (4 კვერცხის გულის) გოგლიმოგლი. შემდეგ კი ჩაასხით რაიმე გაცივებულ ჭურჭელში და გაყინეთ. როცა შეატყობთ, რომ ნაყინი საკმარისი სისქისა და ტემპერატურისაა, გადაანაწილეთ იგი პატარ-პატარა სანაყინეებში და მეგობრებს გაუმასპინძლდით.
0 коммент.:
Отправить комментарий