მამაკაცების გამაღიზიანებელ თვისებებზე წინა ნომერში ვისაუბრეთ, ახლა ქალების ჯერია!
ძვირფასო ქალბატონებო, იმისათვის, რომ უფრო მიმზიდველები, სასურველები და მომხიბვლელები იყოთ, აუცილებელია იმის ცოდნა თუ რა არ უნდა გახასიათებდეთ და ამაზე საპირისპირო სქესის წარმომადგენლები _ მამაკაცები ისაუბრებენ.
გიორგი თევდორაძე: "მაღიზიანებს ქალის ზედმეტად გრძელი ფრჩხილები. მიიჩნევენ, რომ ეს ლამაზია, არადა, მტაცებელი ფრინველის კლანჭებთან ასოცირდება. არ მომწონს ქალის ბოხი ხმა (რაც შესაძლოა სიგარეტის გადამეტებულმა მოხმარებამ გამოიწვიოს. ასე რომ, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო!) და არც ზედმეტად მორჩილება და დამყოლობა მომწონს ქალის".
ხშირად ქალები საკუთარი მომხიბვლელობის ხაზგასასმელად მკვეთრ მაკიაჟს იყენებენ, თუმცა, ასეთი "საბრძოლო მაკიაჟი" მამაკაცების საპირისპირო რეაქციას იწვევს. მაგალითად, გიორგი ბოლქვაძე უპირატესობას უფრო ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებს, მისი აზრით, გადამეტებული მაკიაჟი (თვალის ჩრდილები, ტონალური, პომადა და ე.წ "ბლესკი") სავსებით არაა მიმზიდველი და უმჯობესია ქალს სახეზე მსუბუქი მაკიაჟი ესვას. მას ასევე აღიზიანებს ქალი, რომელსაც არ გააჩნია იუმორის გრძნობა, მაგრამ აქვს დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე. გიორგის ერთ-ერთ დიდ ნაკლად მიაჩნია, როცა გოგონა თავის შეცდომებს არ აღიარებს. ასე რომ, მეტი თავმდაბლობა გმართებთ ძვირფასო ქალებო და მიუხედავად ყველაფრისა, ზოგჯერ მამაკაცებსაც უნდა დაუთმოთ.
ილო შავიშვილს კი ყველაზე მეტად ქალის მოუწესრიგებლობა აღიზიანებს. იგი ასევე მიიჩნევს, რომ "ქალურ ლოგიკაზე" არანაკლებ მნიშვნელოვანია მეტყველება _ "ქალი გამართულად უნდა საუბრობდეს".
გამოკითხული მამაკაცებიდან ყველას აღიზიანებს ქარაფშუტა ქალები და ამ შემთხვევაში, ქარაფშუტობა სრულებით არ გულისხმობს "ქერა თმებს". კაცები ფიქრობენ, რომ ყველაფერი ქალის ქცევებსა და მანერაზეა დამოკიდებული _ კევის ხმაურით ღეჭვა, ხმამაღალი სიცილი და ზედმეტად გამომწვევი ჩაცმულობა სწორედ თქვენს ზედაპირულობასა და გონებაგაფანტულობაზე მიუთითებს.
ქალების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მამაკაცის მოხიბვლა ხელოვნებაა... ჰოდა, ქალებო, ეცადეთ "შემოქმედების" დროს მსგავსი შეცდომები არ დაუშვათ. როგორც ხედავთ, მამაკაცებიც არანაკლებ მეწვრილმანეები არიან და ეტყობა, არც ერთ მსგავს შეცდომას არ პატიობენ ქალს.
0 коммент.:
Отправить комментарий