ბადრიჯანი თავისი სპეციფიკური სიმწარის გამო ბევრს არ უყვარს, მაგრამ არსებობს მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია ამ ბოსტნეულს სიმწარე მოვაშოროთ და მისგან ძალიან გემრიელი სადილი მოვამზადოთ.
2-2.5 კგ ბადრიჯანი გარეცხეთ და ნახევრად დათალეთ, შემდეგ წვრილ კუბიკებად დაჭერით და დიდ თასზე კარგად დაამარილეთ, გააჩერეთ 10 წუთით. როცა ბადრიჯანი ფერს შეიცვლის, უფრო გამუქდება და წყალსაც ჩაიყენებს, გაწურეთ _ ეს ყველაზე შრომატევადი მომენტია ამ სადილის მომზადებისას. ამოიღეთ თასიდან ცოტ-ცოტა ბადრიჯანი და კარგად დაწურეთ, ისე, რომ მისგან მთელი შავი წვენი გამოიწუროს. ამის შემდეგ მოთუშეთ ზეთში, შეწითლებამდე.
მანამ, სანამ ბადრიჯანი მოითუშება, მეორე ქვაბში მოამზადეთ შემდეგი მასა: წვრილად დაჭრილი მწვანილი და 4 კბილი ნიორი აურიეთ 1 ან 1.5 პარკის შეფუთვის მაიონეზში. როცა ერთგვაროვან სქელ მასას მიიღებთ, მასში მოათავსეთ მოთუშული ბადრიჯანი, ისევ მოურიეთ და დაელოდეთ, სანამ გაგრილდება.
კერძი შეგიძლიათ სალათის ფოთლებით გააფორმოთ და კიტრისა და პომიდვრის სალათასთან ერთად გაიტანოთ სუფრაზე.
0 коммент.:
Отправить комментарий