შარფი შეუცვლელი აქსესუარია მანდილოსნების გარდერობში, ეს თითქოსდა უმნიშვნელო დეტალი ძალიან ეფექტურია, იგი ყველა სამოსს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს, მთავარია ფერის სწორად შერჩევა.
შარფის მთავარი ღირსება ის არის, რომ მისი დახმარებით შეგიძლიათ ერთსა და იმავე სამოსს სხვადასხვა იერი შესძინოთ ან ერთგვარი ინტერესი შეიტანოთ რომელიმე ერთფეროვანი და მოსაწყენი კაბისა თუ შარვლის იერში.
საზაფხულო შარფი, როგორც წესი, თხელი აბრეშუმის, შიფონის ან სხვა მსუბუქი ქსოვილისგანაა დამზადებული და ფერადი და კაშკაშაა. ამიტომ ჭრელ სამოსთან მისი ტარება არ არის რეკომენდებული. მაგალითად, ღია ფერის შიფონის შარფი, წვრილი ყვავილებით ან რაიმე ორნამენტებით, უფრო რომანტიკულ იერს მოგანიჭებთ. ჟინსის პიჯაკს აბრეშუმის, ჭრელი შარფი დაშვენდება, ყელზე შემოხვეული. სიცხეში შარფი შეგიძლიათ ხელზე შემოიკრათ და სამაჯურადაც ატაროთ, ასევე შიფონის შარფები შეგიძლიათ ჯინსის შარვალზე ან ქვედაბოლოზე ქამრადაც გამოიყენოთ.
იმ შემთხვევაში, როცა ხელჩანთა თქვენი ჩაცმულობის ფერების კონტექსტიდანაა ამოვარდნილი, მისი გაფორმება შესაძლებელია სამოსის შესაფერისი ფერის, აბრეშუმის შარფით.
შარფების შეძენა ტანსაცმლის ყველა მაღაზიაშია შესაძლებელი, მაგრამ შარფების დიდი არჩევანი და თანაც საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებში, მხოლოდ ხოფის ბაზრობაზეა.
0 коммент.:
Отправить комментарий