ზოგადად, კოქტეილი მინიმუმ ორი სხვადასხვა სასმელის ნაერთს წარმოადგენს. უმეტესად მას ისეთი ალკოჰოლური სასმელებით ამზადებენ, როგორიცაა: ბრენდი, ვისკი, ჯინი და არაყი. სამწუხაროდ, ამ უკანასკნელის გარდა სახლში იშვიათად მოგვეპოვება დანარჩენი სხვა. ქვემოთ მოყვანილი რეცეპტებით კი მარტივად დაამზადებთ მას.
ფორთოხლის კოქტეილი: შამპანიურის ჭიქა ნახევრამდე გაავსეთ ფორთოხლის წვენით, შემდეგ კი ბოლომდე შეავსეთ მშრალი შამპანიურით.
კოქტეილი თაფლით: 20 გრ. კონიაკს, 2ს/კ თაფლს და 4ს/კ ნაღებს (კეფირი) დაამატეთ ცოტა ყინული და ათქვიფეთ მიქსერით.
ჟოლოს კოქტეილი: ჭიქაში პატარა კოვზით ჩადეთ ჟოლოს პიურე და დაასხით შამპანიური.
არ დაგავიწყდეთ ჭიქის გაფორმება, კოქტეილის დამზადებისას ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სასმისის დეკორირებისთვის შეგიძლიათ ფერადი ქაღალდის ქოლგები და კოქტეილის შესაფერისი ხილი გამოიყენოთ.
გემრიელად მიირთვით!
0 коммент.:
Отправить комментарий